თბილისში ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი პარკი
თბილისის ერთ-ერთი პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ბაღს, რომელიც საბურთალოზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30–იან წლებში გაშენდა, ბოლოჯერ რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარდა.

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. საბურთალოს რაიონში ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 2500 კვ მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ნათქვამია საბურთალოს რაიონის გამგეობის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნაძვნარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გურიაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება

უწყების ინფორმაციით, სკვერში მოეწყობა ლედ-განათების სისტემა, განახლდება შადრევანი, ჭადრაკის სივრცე, შეიცვლება ფილები და განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად  871.141 ლარია გამოყოფილი.

ბუკიას ბაღი საბურთალოზე  გააშენა 1930-იან წლებში აგრონომმა მირიან ბუკიამ. ამჟამინდელი ბაღი მდებარეობს 7 ათას კვადრატულ მეტრზე. მას რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0