Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს „ბო**რია?“ – თი მაჭავარიანი საზოგადოებას მიმართავს

© Photo: ti machavariani / FBთი მაჭავარიანი
თი მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
თი, იგივე თინათინ მაჭავარიანი ცნობილი ბლოგერია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ TikTok-ის საშუალებით გაიცნო. ხალხმა თის და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის წყვილი ძალიან შეიყვარა და მათ ცალ-ცალკე გამოჩენას ვერავინ წარმოიდგენდა.

ტიკტოკერი და მსახიობი თი მაჭავარიანი ქართველმა ხალხმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და შეიყვარა. თი დღეს პოპულარული „ინფლუენსერია“ და მისი პოპულარობა მსახიობისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო და საქმიანობაა. თიმ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჯერ კიდევ ამერიკაში გადაღებულ ფოტოს დიდი ტექსტი დაურთო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ti Machavariani (@ti_machavariani)

„3 წლის წინ სან-ფრანცისკოში The Chemical Brothers-ის ლაივზე ასე ჩაცმული წავედი. საოცარი დრო ვატარე და გავერთე. რამდენიმე თვეში საქართველოში ერთ-ერთ ფესტივალზე მსგავსი სტილით წავედი და სახლში დაბრუნება მომიწია რომ გამომეცვალა, ისეთი ცუდი რეაქცია წამოვიდა დამსწრე საზოგადოებისგან. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? - ეს საქართველოა? - ქართველ გოგოს ასე ჩაცმა არ ეკადრება? - ეს „ბო**რია?“ თუ უბრალოდ არასრულფასოვნების კომპლექსი და გამბედაობის ნაკლებობა, რომ ჩავიცვათ ის, რაც მოგვწონს, გვსიამოვნებს და გვაბედნიერებს? ჩაცმის სტილით რატომ განვსაზღვრავთ ადამიანის სოციალურ სტატუსს, თუ სექსუალურ ორიენტაციას? ჩემთვის სტილი და ტანსაცმელი - ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი მეთოდია“, – წერს თი სოციალურ ქსელში.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ti Machavariani (@ti_machavariani)

ახალგაზრდა ტიკტოკერი ბევრისგან გამორჩეული სტილის მოყვარულია. თის ბრჭყვიალა, თამამი სამოსი, დიდი აქსესუარები და ფერადი ტანსაცმელი მოსწონს, რაც ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ უჩვეულოა. მაჭავარიანი ჩაცმულობის გამო კრიტიკის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და მას ამ თემაზე საჯაროდაც უსაუბრია. თის ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ამერიკული სტილით საქართველოში ვერ ივლიდა და ასე ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევდა. ამის მიუხედავად, მაჭავარიანი უკვე ერთი წელია თავის სტილს არ ღალატობს და ფერად, ბრჭყვიალა სამოსს ირგებს. ტიკტოკერის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თის სტილი ბევრს მოსწონს, თუმცა რამდენიმე კვლავ უარყოფითად არის განწყობილი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Ti Machavariani (@ti_machavariani)

ახალგაზრდა „ინფლუენსერი“ სოციალურ ქსელში აქტიურობს, ხელმომწერებს ბევრ საინტერესო სიახლეს უზიარებს და მუდამ ფორმაშია. თი მაჭავარიანისა და ლაშა ჩხაიძის ირგვლივ ატეხილი ქაოსი უკვე რამდენიმე თვეა დამშვიდა. „ინსტაგრამ“–საზოგადოება წყვილის დაშორებას შეეგუა, ამ თემაზე თიმ და ლაშამ არაერთხელ ისაუბრეს და საკითხი დახურეს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от 🅻 🅴 🅵 🆃 🆈 (@lasha_chkhaidze)

წყვილი ახლა ცალ-ცალკე განაგრძობს ცხოვრებასა და სოციალურ ქსელში აქტიურობას. ცოტა ხნის წინ თი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შეყვარებულთან ლაშა ჩხაიძესთან ურთიერთობაში მესამე პირი, უფრო სწორად, სხვა ადამიანები ჩაერივნენ. როგორც ბლოგერმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, ლაშამ ძალიან გაუცრუა იმედები, რადგან სულ სხვანაირად ჰქონდა მათი ურთიერთობის მომავალი წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, თიმ ისინი არ დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0