თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

თბილისი, 25 ივნისი − Sputnik. თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 29 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

კადრი ფილმიდან Light Falls ელენე მახარაშვილის და ნინი ნებიერიძის მონაწილეობით - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ქართველი მსახიობები „ოსკარის“ ორგზის ნომინანტის ფილმში გადაიღეს

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 11 ქვეყნის – ისრაელის, თურქეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ბოსნია–ჰერცეგოვინას, ინდოეთის, უნგრეთის, არგენტინისა და საქართველოს 32 ფილმს უჩვენებენ.

ფესტივალს უმასპინძლებს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი“, სადაც საკონკურსო პროგრამას დიდ ეკრანზე უჩვენებენ.

გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან: გრან-პრი, საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო რეჟისურა.

სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია სხვადასხვა ინდუსტრიული ღონისძიება. 29 და 30 ივნისს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება სცენარის განვითარების ვორქშოფი, რომელსაც ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიისა და ჰამბურგის მედიასკოლის (გერმანია) პედაგოგი კლაუდია მესემერი გაუძღვება.

ასევე გაიმართება „ფიჩინგ ფორუმი“, ხოლო ახალი პროექტი TALK-ის ფარგლებში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები თავიანთი მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებსა და კინომოყვარულებს. 4 ივლისს კი კინოთეატრში ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელზეც „ფიჩინგ ფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ფესტივალს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0