თბილისი, 25 ივნისი − Sputnik. რუსეთი უკვე მიეჩვია, იყოს თავდასხმების ობიექტი დასავლეთის მხრიდან, განაცხადა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა.
თუმცა, მისი თქმით, მოსკოვს საიმედო პასუხი აქვს შემუშავებული გარე ზეწოლებზე.
აღნიშნული განცხადება ნარიშკინმა მოსკოვის უშიშროების კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„რუსეთისთვის სიახლე არ არის, იყოს დასავლეთიდან თავდასხმების ობიექტი. თავისი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, რუსეთის ხალხმა, საიმედო ალგორითმი შეიმუშავა მსგავს გარე ზეწოლაზე საპასუხოდ. ეს არის საზოგადოების კონსოლიდაცია, ეროვნული თავდაცვითი პოტენციალის, ფინანსური და ტექნოლოგიური თვითკმარობის ამაღლება“, − აღნიშნა დაზვერვის შეფმა.
მოსკოვის უშიშროების მეცხრე კონფერენცია მოსკოვში 22-24 ივნისს გაიმართა. ეს ყოველწლიური ფორუმია, რომელზეც თავდაცვითი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო ექსპერტები გლობალური უშიშროების საკვანძო საკითხებზე პასუხების მოძიებას ცდილობენ.