სახიფათოა თუ არა ზღვაზე დასვენება: ამირან გამყრელიძის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აჭარის რეგიონში არსებულ კვებისა და განთავსების ყველა ობიექტს, მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რაც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი,  25 ივნისი – Sputnik. წყლით და გარუჯვით კორონავირუსი არ გადაგედებათ, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

პანდემიის მიუხედავად, აჭარის რეგიონში წელს ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სანაპიროზე პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა დისტანცია უნდა იყოს დაცული.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა

„კორონავირუსი მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე კიდევ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომ ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ სამი-ოთხი ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია პრევენციული საშუალებები გქონდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პანდემიის დაწყებიდან პირველად აჭარის რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს როგორც მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 699–ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 362.183-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0