საქართველო ტურისტების რაოდენობის 13 მილიონამდე გაზრდას აპირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
ქართული ტურიზმი კორონავირუსის პანდემიისგან განსაკუთრებით დაზარალდა. ქვეყნის ხელისუფლება ამ სფეროს აღდგენას ცდილობს

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ამოცანა უახლოეს წლებში უცხოელი ტურისტების რიცხვის 13 მილიონამდე გაზრდაა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ტურისტული სეზონის პიკზე საქართველოს ხელისუფლება ტურისტების რაოდენობის 70%–მდე აღდგენას ელოდება იმ რაოდენობიდან, რომელიც ქვეყანას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ესტუმრა.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ტურისტული სექტორი განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა. ტურიზმის წილი ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე 10%-ს შეადგენდა. დარგის რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები 2020 წლის სეზონისთვის უფრო საგულდაგულოდ მზადებისკენ წაახალისა, მაგრამ პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედები ჩაშალა. 

გასულ წელს ტურიზმისგან შემოსავლები 427.7 ათას დოლარამდე დაეცა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა – 1.7 მილიონამდე.

ყველა ახალი ამბავი
0