დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ივნისი

© Pixabay / diego_torresყაყაჩოების ველი
ყაყაჩოების ველი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 ივნისია, პარასკევი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

დღეს მიმდინარე სამუშაოების შესრულების დღეა, ისეთი საქმეების, რომელთა გაკეთებისთვის სხვა დროს შეიძლება კვირებიც არ იყოს საკმარისი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სიმტკიცის გამოჩენაა საჭირო სიყვარულის ამბებში. ჩვეულებრივ სიყვარულის სფეროში მარტივი გზები არ არსებობს, მაგრამ ეს დღევანდელ დღეს არ ეხება. ყველაზე ეფექტური შეიძლება ტრადიციული და უკვე კარგად ნაცადი მეთოდები აღმოჩნდეს: ყვავილები, შამპანური, რესტორანი... ვარსკვლავების მიზანი არა მხოლოდ რომანტიკაა, არამედ კონკრეტული შედეგიც, ამიტომ იმოქმედეთ!

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან>>

ვერძი: დღეს რორმელიმე საკითხში გამარჯვების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, ან მიღწევები სიყვარულში, კამათში გამარჯვების შესაძლებლობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა არა მარტო განიმტკიცოთ პოზიციები, არამედ წინაც წაიწიოთ. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმა და კარიერას მიხედოთ.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

კურო: დღეს ვარსკვლავები არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს მოგცემენ, მაგრამ ისინი რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებაა საჭირო. უფრო მეტიც – სიტუაცია, სავარაუდოდ, თქვენგან არასტანდარტულად და მოხერხებულად მოქმედებას მოითხოვს. ამისთვის ყველანაირი თვისება გააქტიურდება თქვენში: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული ნაპერწკალი.

ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც ნებისმიერი, თუნდაც გრანდიოზული გეგმის განხორციელება შეგიძლიათ. ეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება – სამუშაოსაც, სიყვარულსაც... თუ დღეს გლობალურ პროექტს წამოიწყებთ, არ ინანებთ – დროთა განმავლობაში ის აუცილებლად რეალიზდება და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ წვრილმანებზე და ყოველდღიურ საზრუნავზე დრო არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ რაღაც საკითხში არჩევნის წინაშე დადგეთ. შესაძლოა, საკითხი არც კი მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არ უნდა ენდოთ წამიერ ემოციებსა და სხვების რჩევებს. საკითხზე კარგად იფიქრეთ, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ და მხოლოდ ასე არ გაგიხდებათ სანანებელი თქვენი გადაწყვეტილება.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ლომი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს ცხადად დაინახავთ და მისკენ სწრაფვისას მომთხოვნი იქნებით როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. იქნებით კრიტიკული და ეს თქვენი თვალსაზრისით მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე კარგად წავიდეს. გარშემომყოფებს კი დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ მათ მბრძანებლობთ. ბევრ რამეს შეიძლება მიაღწიოთ, მაგრამ არის რისკი, რომ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები გაიფუჭოთ.

ქალწული: დღეს თქვენი დამოუკიდებლობის დღეა, გარშემომყოფების მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში, მაგრამ ეს შეიძლება ადამიანებთან ჩხუბისა და კამათის მიზეზი გახდეს. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ თხოვნით მოგმართონ – დღეს სიამოვნებით შეასრულებთ ბრძენი მრჩევლის როლს.

სასწორი: შესაშური ენერგიულობით გამოირჩევით. ხართ აქტიური, ფრიად შრომისუნარიანი და თავდაჯერებული. ასეთი განწყობით მზად ხართ ყველაზე რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მაგრამ არის ერთი რეკომენდაციაც – ეცადეთ, ზედმეტად არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობით.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის

მორიელი: შესაძლებელია მოულოდნელი სირთულეები წარმოიქმნას, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ უზომო ძალა და ენერგია გაქვთ, რომ ყველანაირი წინაღობა გადალახოთ. ხართ ნებისყოფით აღსავსე, კომუნიკაბელური, ნებისმიერი ადამიანი შეგიძლიათ დაარწმუნოთ თქვენს სიმართლეში. გამოიყენეთ ერს თვისებები, რომ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

მშვილდოსანი: დღეს თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება მშრალი ფაქტები და ციფრები, ხოლო რაც ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება, თქვენთვის ძალიან ძნელი გასაკეთებელი იქნება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს ინტუიციას არ ენდოთ. სამაგიეროდ ზუსტი გათვლები და ფაქტების ანალიზი ძალიან ადვილად გამოგივათ. სწორედ ამიტომ სჯობს მიხედოთ დაგეგმვასა და ფინანსებს.

თხის რქა: დღეს, შესაძლოა, თქვენმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ გავნოთ. სხვა რითი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ უარს ამბობთ დახმარებაზე, ყურადღებას არ აქცევთ სხვების რჩევებს და მიგაჩნიათ, რომ თვითონ უკეთ იცით. თუნდაც რამე საკითხში ასი პროცენტით იყოთ დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ მართალი თქვენ ხართ. თუ გეხსომებათ, რომ შეუცდომელი არავინაა, შეიძლება საქმეებში დამაჯერებელ წარმატებებსაც მიაღწიოთ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

მერწყული: დღეს იგრძნობთ, რომ ძალა აღარ გაქვთ, გაგიჭირდებათ სულ მარტივი საქმის გაკეთებაც კი. სწორედ ამიტომ თავისუფლად გადადებთ საქმეებს. თუ რომელიმე საკითხში თქვენი აქტიური ჩართვა გახდა საჭირო, არაა გამორიცხული, რომ მასში გაუგებრობები და ქაოსი შეიტანოთ. ამის მიზეზი არა მხოლოდ თქვენი ფიზიკური მდგომარეობაა, არამედ უფრო მეტად პესიმისტური განწყობა. როგორც კი პოზიტივის ტალღაზე აეწყობით, მაშინვე ყველაფერი გამოსწორდება.

თევზები: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. ცოცხალი წარმოსახვის უნარი შემოქმედებაში თავის გამოჩენაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გრძნობათა სპონტანურობას გპირდებიან. ვნებათა მთელი მორევი შეიძლება ბევრმა რამემ გამოიწვიოს – ღიმილმა, პაემანზე დაპატიჟებამ, საკუთარმა ფანტაზიებმა... თქვენს დღეს ცისარტყელას ფერები გააკაშკაშებს.

ყველა ახალი ამბავი
0