თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა პარასკევს ქალაქ რუსთავში დაფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი ბათუმში.
დღის განმავლობაში რუსთავში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება, ბათუმში კი გრილი ამინდი იქნება – 23 გრადუსი.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში პლუს 37 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 1 ივლისამდე შენარჩუნდება. ცალკეულ დღეებში ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ნორმის ფარგლებში იქნება, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 1–2 გრადუსით მაღალი იქნება.