Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“ – სოფო შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე დუმილს არღვევს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისოფიკო შევარდნაძე
სოფიკო შევარდნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ცნობილმა ჟურნალისტმა პაუზის შემდეგ ვაჟთან ერთად გადაღებული უახლესი ფოტო გამოაქვეყნა და ცხოვრებისეულ პირად დეტალებზეც ისაუბრა. რატომ არის 42 წლის ტელესახის ცხოვრებაში უკანასკნელი სამი თვე სასწაული?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის მარტში დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ფოლოვერები“ სულმოუთქმელად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში ათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს. „სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“, – აღნიშნავს სოფო მიკრობლოგის ახალ პოსტში. „ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან“, – უყვება ფანებს ჟურნალისტი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერდა სოფო.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sophie Shevardnadze (@sofikoshevardnadze)

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ყველა ახალი ამბავი
0