https://sputnik-georgia.com/20210624/parlamentshi-qalma-deputatebma-perpormansi-gamartes-252117438.html
„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი დეპუტატების უკმაყოფილება
„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი დეპუტატების უკმაყოფილება
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 24.06.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-06-24T17:39+0400
2021-06-24T17:39+0400
2021-10-19T17:59+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252117379_0:0:2048:1159_1920x0_80_0_0_20d4a294a273f85e4dde63e6a3d41a6d.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252117379_15:-1:1943:1212_1920x0_80_0_0_ca57492a843a37cd97964859557d11c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
„მატყუარა კაცების პარლამენტი“: რამ გამოიწვია ქალი დეპუტატების უკმაყოფილება
17:39 24.06.2021 (განახლებულია: 17:59 19.10.2021) საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად პერფორმანსი გამართეს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიულ სიებში ქალთა კვოტების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო – სიაში ყოველი მეორე ქალის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.
აღნიშნული გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ბანერი „მატყუარა მამაკაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.
მმართველ პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ პარტიას საკუთარი სურვილით შეუძლია საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობის გაზრდა და მათ ამას არავინ უკრძალავს.
მოცემულ მომენტში სხდომათა დარბაზში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.