„ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

© Sputnik / Alex Shlamovგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს, მაგრამ კონკრეტული თარიღი – 2 ოქტომბერი პირველად დასახელდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერს სურს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
საარჩევნო რეფორმა: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატები

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, და მან დაუდასტურა ეს ოპოზიციას, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს შედგეს. ოპოზიციამ საპასუხოდ წამოაყენა წინადადება – კანონში გაიწეროს წესი, რომელმაც არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უნდა გამორიცხოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია არჩევნები უფრო გვიან ჩატარდეს, მაგრამ მმართველი პარტია დაჟინებით მოითხოვს ამ თარიღს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0