დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივნისი, სუპერმთვარეობა

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
დღეს სავსემთვარეობა და სუპერმთვარეობაა. გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები ამ რთულ დღეს

დღეს 2021 წლის 24 ივნისია, ხუთშაბათი. სავსე მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

24 ივნისს სავსემთვარეობაა და ამასთან, სუპერმთვარეობა, და ის კვლავ უჩვეულო იქნება. ესაა მესამე და ბოლო სავსემთვარეობა 2021 წელს, რომელიც მშვილდოსნის ნიშანში ჩაივლის.

სიტყვა „სუპერმთვარეობა“ ბოლო წლებში გახდა პოპულარული და ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

გასული სუპერმთვარეობა (26 მაისს) ძალზე ნეგატიურ მთვარის სრულ დაბნელებას დაემთხვა, ამჯერად უფრო მარტივი იქნება, მაგრამ მაინც საფრთხილო.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ასტროლოგები გვიამბობენ, როგორ იმოქმედებს სუპერმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ვერძი: სავსე მთვარე არაგონივრული მოქმედებებისკენ გიბიძგებთ, მზად ხართ, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წახვიდეთ. ზოგჯერ ეს კარგიცაა, მაგრამ არა ახლა. 24 ივნისს ექსპერტები კატეგორიულად გირჩევენ, არ გახვიდეთ კომფორტის ზონიდან. უქმე დღე არაა, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ, დაისვენოთ.

სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო: მაქსიმალურად ახლოს მყოფი და სავსე მთვარე მშვილდოსნის ნიშანში კუროებს სიხარბეს, თავხედობასა და უპრინციპობას შეგმატებთ. ამასთან გამკლავება ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი იქნება. თუ თავს ხელში აიყვანთ და მარტივად შეხედავთ არაკეთილმოსურნეების გამოხტომებს, შეინარჩუნებთ წონასწორობას და არ დაკარგავთ უკეთესის იმედს.

ტყუპი: ტყუპებს გარკვეული გაუგებრობები გელოდებათ მეგობრობასა და სიყვარულში. შესაძლოა, მეგობრებმა, მეორე ნახევარმა ან ნათესავებმა თქვენდამი ნდობა დაკარგონ. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ მათი დარწმუნება, რომ ცდებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ურთიერთობების დალაგება არცთუ მარტივი იქნება.

კირჩხიბი: კირჩხიბები უპასუხისმგებლონი გახდებით. გაჩნდება სურვილი, რომ თქვენი ტვირთი სხვებს აჰკიდოთ მხრებზე, გარშემომყოფებს გადააბაროთ თქვენი საზრუნავი და დარდი. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ. ადამიანებმა შეიძლება გულში წყენა ჩაიდონ და მერე მათთან ურთიერთობები ნამდვილ კოშმარად გექცეთ.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

ლომი: დღეს ფულის აქეთ–იქით ფლანგვას უნდა შეეშვათ. ნებისმიერი ზედმეტი ხარჯი შეიძლება კატასტროფად შემოგიბრუნდეთ. ეს თქვენს ბიუჯეტს მკაცრად დაარტყამს. ამას გარდა, ბევრად იმპულსური გახდებით, რაც ნეგატიურად აისახება ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებზე.

ქალწული: ასტროლოგები გირჩევენ, დღეს გეგმები არ შეცვალოთ უკანასკნელ წუთს. უნდა ეცადოთ და ჩვეული საქმეები ჩვეულ დროს გააკეთოთ. სიახლეები დროებით გადადეთ. აჯობებს, თუ სამსახურში არ გადაიღლებით, რადგან მოსალოდნელია, უყურადღებო გახდეთ და ამის გამო ზედმეტი პრობლემები დაიმატოთ.

სასწორი: დღეს მოგაკლდებათ თქვენი მომხიბვლელობა. შესაძლებელია გარკვეული გაუგებრობები გზაში, ამიტომ აჯობებს, თუ მოგზაურობას არ შეუდგებით. იდეალური დღეა განმარტოებისთვის, სახლის საქმეების ზომიერად შესრულებისძთვის. არ ღირს იმასთან შეჭიდება, რაც პრობლემებსა და ნეგატივს მოგიტანთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის

მორიელი: მორიელები დღეს თქვენს სანაქებო ინტუიციას დაკარგავთ. ვარსკვლავები ისე გააკეთებენ, რომ მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების იმედად დარჩებით. ასევე შესაძლოა უფრო ეჭვიანი გახდეთ. არ ღირს თქვენი მეორე ნახევრისთვის, ოჯახის წევრების ან ნათესავებისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას კონფლიქტები შეიძლება მოჰყვეს.

მშვილდოსანი: დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უამბოთ არავის თქვენი არც დღევანდელი და არც სამომავლო გეგმების შესახებ. დასახული ამოცანების გადასაჭრელად მთელი ცოდნა და უნარები უნდა გამოიყენოთ. დახმარების თხოვნა არაფერ კარგს არ მოგიტანთ. გარშემომყოფებს შორის ბევრი არაკეთილმოსურნე შეიძლება აღმოჩნდეს.

თხის რქა: თხის რქები ნაკლებად პროდუქტიული გახდებით. გაგიჭირდებათ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება. მოგიწევთ მეტი დასვენება. კარგი იქნება, თუ მუშაობის დროს ცოტა ხნით შეისვენებთ ხოლმე და დროდადრო მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშებს ჩაატარებთ. მთვარე დღეს თქვენს განწყობაზეც იმოქმედებს.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

მერწყული: სუპერმთვარეობის დღეს სერიოზული დარტყმა მიადგება თქვენს შემოქმედებით განწყობასკრეატიული ამოცანების შესრულება ძალზე რთული აღმოჩნდება. თუ შესაძლებელია, დაისვენეთ, მოიწყევთ უქმე დღე. ასევე აუცილებელია, რომ ყველაფერში ზომიერება გამოიჩინოთ, არ მოადუნოთ ყურადღება არც ერთი წამით.

თევზები: 24 ივნისს თევზებს ბევრი კრიზისული ვითარება და მცირე პრობლემა შეგექმნებათ. ეს ყველაფერი დილიდანვე გაგაღიზიანებთ. ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, მდგომარეობიდან არ გამოხვიდეთ. ეცადეთ, ყველა მოვლენაში პოზიტივი დაინახოთ, ან ცუდზე, უბრალოდ, არ იფიქროთ.

ყველა ახალი ამბავი
0