ჯანმომ ბავშვების COVID-19-ზე აცრის შესახებ პოზიცია შეიცვალა: განახლებული რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია კორონავირუსზე
ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო საბავშვო ვაქცინების გამოცდა.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) პირველად განაცხადა, რომ ბავშვები შეიძლება აიცრან კორონავირუსზე.

კორონავირუსის წამლების გამოსაცდელი ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
Lambda-ს საფრთხე: ჯანმო კორონავირუსის ახალ ვარიანტს სწავლობს

ამის თაობაზე ნათქვამია ჯანმოს საიტზე გამოქვეყნებულ განახლებულ რეკომენდაციებში.

დოკუმენტის თანახმად, ბავშვთა ვაქცინაციის კამპანია შესაძლებელია დაჩქარების გარეშე ჩატარდეს, ოღონდ გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით.  

„ბავშვები და მოზარდები, როგორც წესი, ზრდასრულებთან შედარებით უფრო მსუბუქად ავადდებიან. ამიტომ, თუ ისინი COVID-19-ის რთული ფორმის რისკის ჯგუფში არ შედიან, მათი ვაქცინაცია შესაძლებელია ნაკლებად სწრაფი რეჟიმით, ვიდრე ეს ხანდაზმულების, ქრონიკული დაავადებების მქონეებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების შემთხვევაში ხდება“, − ნათქვამია განახლებულ რეკომენდაციებში.

ამასთან ჯანმო ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია დამატებითი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ბავშვებში გამოყენების თაობაზე, რათა მცირეწლოვნების ვაქცინაციის კუთხით ზოგადი რეკომენდაციების გაცემა გახდეს შესაძლებელი.

ვაქცინები Pfizer, Moderna და AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველო ორ კვირაში მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი (SAGE) მივიდა დასკვნამდე, რომ ვაქცინა Pfizer/BionTech გამოდგება 12-დან 15 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ასაცრელად, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

ამასთან ორგანიზაცია წერს, რომ საბავშვო ვაქცინების გამოცდები გრძელდება, ვინაიდან ასეთი ვაქცინების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანმოს ინფორმაციით, ორგანიზაცია რეკომენდაციებს კვლავ განაახლებს, როდესაც ფაქტობრივი მონაცემები ან ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0