https://sputnik-georgia.com/20210623/xundadze-AstraZeneca-sheperxebashi-problemas-ver-xedavs-252104264.html
ხუნდაძე: AstraZeneca-ს მოწოდების შეფერხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ
ხუნდაძე: AstraZeneca-ს მოწოდების შეფერხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ
Sputnik საქართველო
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხების... 23.06.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-06-23T14:49+0400
2021-06-23T14:49+0400
2021-06-23T18:03+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რადიო
ხუნდაძე: AstraZeneca-ს მოწოდების შეფერხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ
14:49 23.06.2021 (განახლებულია: 18:03 23.06.2021) პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
„იყო ხარვეზი, როცა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ვერ მიიღეს ვაქცინის მეორე დოზა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კატასტროფა. პირველ რიგში საჭიროა იმ მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა, რამაც შეფერხება გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ Rustavi2-ის ეთერში.
საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის 43 ათასი დოზის მიღებას ელოდა, თუმცა მისი შემოტანა დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. საპარლამენტო ოპოზიცია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს და ვითარებაში უკეთ გასარკვევად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.