საქართველოში პედოფილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და მამაკაცი დამნაშავედ ცნო ცხრა წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებების ჩადენაში.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
8 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმე: დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლოში წარდგენილმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ბრალდებული 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2020 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0