საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელების გამოყვანას განაგრძობს

© photo: courtesy of Ministry of Defense of Georgiaქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნება სამშობლოში
ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნება სამშობლოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატივით შეეგებნენ.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობის დასრულების გეგმის თანახმად ქვეყნის თავდაცვის ძალების კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ამის შესახებ საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ ავღანეთში მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ქართული დანაყოფები ავღანეთს დადგენილი გრაფიკის მიხედვით ტოვებენ. თავდაცვის სამინისტროს ძალების მონაწილეობა მისიაში ყველა დანაყოფის დაბრუნების შემდეგ დასრულდება.

ამერიკის ჯარები ავღანეთს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
აშშ-ის ჯარები ავღანეთს ტოვებენ: ფოტოებზე ასახული საომარი მოქმედებები

მისიაში საქართველოდან 872 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ამჟამად ავღანეთიდან მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ბრუნდება. ოთხშაბათს საქართველოში ამ დანაყოფის უკვე მესამე ნაკადი ჩამოვიდა.

ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მეექვსე თვეა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისიას ასრულებენ. მათ კომპეტენციაში პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა შედიოდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობენ. 2015 წლიდან ის არასაომარ მისიად გამოცხადა და ეწოდა „მტკიცე მხარდაჭერა“.

მისიის დაწყებიდან დღემდე ავღანეთში საქართველოდან 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. მათგან 32 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0