რუსეთი ნატოს შავ ზღვაში წვრთნების შეჩერებისკენ მოუწოდებს: დიპმისია მიმართვას ავრცელებს

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკშიSea Breeze-2015
Sea Breeze-2015  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
სწავლება Sea Breeze უკრაინის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყოველწლიურად ტარდება 1997 წლიდან, მაგრამ მანევრები აქამდე ესოდენ მასშტაბური არასდროს ყოფილა.

თბილისი, 23 ივნისი − Sputnik. უკრაინულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები Sea Breeze შავ ზღვაში შემთხვევითი ინციდენტების რისკებს ზრდის, ამიტომ მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში, ნათქვამია აშშ-ში რუსეთის საელჩოს Twitter-გვერდზე.

​„სამხედრო წვრთნების მასშტაბი და აშკარად აგრესიული ხასიათი არ შეესაბამება უშიშროების რეალურ მოთხოვნებს შავი ზღვის რეგიონში. ეს გაზრდის შემთხვევითი ინციდენტების რისკს და გაუჩენს კიევს მილიტარისტულ ამბიციებს“, − აცხადებენ საელჩოში.

რუსი დიპლომატების აზრით, რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრა თავად „სანაპირო სახელმწიფოების“ მიერ, გარედან თავს მოხვეული დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი.

„მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში. რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მრავალმხრივი ძალისხმევის მაგალითია Blackseafor-ი, რომელიც შავ ზღვაში ნდობის აღდგენის ღონისძიებების განმტკიცებას ისახავს მიზნად“, − წერს რუსეთის დიპლომატიური მისია.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატო სამხედრო აქტიურობას ზრდის შავი ზღვის აკვატორიაში და ასევე ზრდის უკრაინასთან სამხედრო წვრთნების რაოდენობას. ეს კი, მისი აზრით, „ხელს არ უწყობს შიდაუკრაინულ დარეგულირებას“.

უკრაინულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
„ვაჩვენებთ, ვინაა აქ მთავარი“: ნატოს უკრაინაში ჯარები გადაჰყავს

თავის მხრივ კომენტარი გააკეთეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, Sea Breeze-ის მეშვეობით ნატო კიევს თანამედროვე იარაღს მიაწვდის, რომელიც შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და დონბასში არსებულ ნაციონალისტურ ბატალიონებს გადაეცემა.

სწავლება Sea Breeze უკრაინის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყოველწლიურად ტარდება 1997 წლიდან. მაგრამ მანევრები აქამდე ესოდენ მასშტაბური არ ყოფილა. წელს წვრთნები 28 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გასტანს. მასში 32 ქვეყნის 5 ათასი სამხედრო, 32 ხომალდი, 40 თვითმფრინავი, სპეციალური დანიშნულებისა და დაივინგის 18 ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0