რაგბი: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ურუგვაელ თანატოლებთან დამარცხდა

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები (U-20)
საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები (U-20)  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ეს მარცხი ქართველი მორაგბეებისთვის ტურნირზე მეორე გახდა: რამდენიმე დღის წინ გუნდმა არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან დიდი სხვაობით წააგო.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები (U-20) საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში სამხრეთ აფრიკაში ურუგვაის გუნდთან ანგარიშით 15:20 დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთისთვის იგებდნენ ანგარიშით 7:0. მეტოქის ჩათვლის ზონაში წარმატებული ლელო დაამიწა ალექსანდრე ქუნთელიამ. შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველების სასარგებლოდ ანგარიშით 10:8 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 – სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

შესვენების შემდეგ ინიციატივას სამხრეთამერიკელები დაეუფლნენ. მე-60 წუთის შემდეგ მათ ორი წარმატებული ლელო დაამიწეს (ერთი გარდასახვით დასრულდა). ანგარიში 20:10 გახდა მათ სასარგებლოდ. ერთადერთი, რაც ამას უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ დაუპირისპირეს, 75-ე წუთზე თამაზ ჯიმშელეიშვილის ლელო გახდა.

ეს მარცხი ქართველი მორაგბეებისთვის ტურნირზე მეორე გახდა: რამდენიმე დღის წინ გუნდმა არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან დიდი სხვაობით წააგო – 10:82.

ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირის რეგლამენტით, ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასულ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო დანარჩენი ორი ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ 3 და 10 ივლისს ისევ სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0