გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალშისაცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.
Посмотреть эту публикацию в Instagram
სოციალურ ქსელში ნოეს მეგობარმა ნინი ბადურაშვილმა იანვრის დასაწყისში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აქრობს სანთლებიან ტორტს ნოე სულაბერიძე. უცნობია, რამდენი წლის გახდა პროდიუსერი, რადგან ასაკის შესახებ არასდროს საუბრობს. როგორც „ინსტაგრამზე“ ნოემ დაწერა, მისი შვილების ასაკის ჯამი 30-ია, ამიტომ ისიც 30 წლის გახდა და სწორედ ამ თარიღს აღნიშნავდა.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ცოტა ხნის წინ ჯანეტ ქერდიყოშვილმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს უპასუხა. ჯანეტს ჰკითხეს, რას ფიქრობს წყვილს შორის 7-წლიან ასაკობრივ სხვაობაზე. „მშვენიერია, მე და ნოეს შორის 12 წელია სხვაობა“, – უპასუხა ჯანეტმა „ფოლოვერს“. ცნობილი მოდელი და „მის საქართველო“ 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, შესაბამისად, გამოდის, რომ ის 29 ნოემბერს 30 წლის ხდება, მისი მეუღლე კი ამჟამად 42 წლისაა.
ნოეს და ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.
Посмотреть эту публикацию в Instagram
შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

