თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ფესტივალი CA Goes to..., რომელიც ერთი წლის განმავლობაში ერთ სცენაზე სხვადასხვა ჟანრის არტისტებს გააერთიანებს და რეგიონებში იმოგზაურებს, სტარტს 14 ივლისს აიღებს.
ფესტივალს CA Goes to... უწოდებენ მოძრავს, რადგან ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმოგზაურებს და ძალიან განსხვავებულ მუსიკას და შემსრულებლებს წარადგენს. თავიდან ფესტივალი ესტუმრება თელავს, შემდეგი მუსიკალური გაჩერებები იგეგმება რაჭაში, ქუთაისსა და ბათუმში.
ახალი ფესტივალის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი გაჩერება თბილისში, „ახალ თეატრში" იგეგმება, რომლის სცენაზე 14 ივლისს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. „გზა ისევ შორია“ – ესაა ორიგინალური პროექტი, რომელიც მაესტროს სიცოცხლის ბოლო წლებში მუსიკოსთა ახალმა თაობამ შექმნა. პროექტში გამოყენებულია ყანჩელის მინიატურები კინოსა და თეატრისთვის კამერული ანსამბლის Georgian Six-ის შესრულებით.
პროექტის ორგანიზატორია კომპანია ConceptArt თბილისის მერიის მხარდაჭერით.