მიირთვით ცივად და გახდებით: ექსპერტი სამ პროდუქტს ასახელებს

© Pixabay / StockSnapმამაკაცი ჭამისას
მამაკაცი ჭამისას - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
გერმანელი ექსპერტი ასახელებს სამ პროდუქტს, რომლებიც ცივად უნდა მიირთვათ, თუ გახდომა, სისხლში შაქრის დარეგულირება და ნაწლავების ფლორის გაუმჯობესება გსურთ.

თბილისი, 23 ივნისი − Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც თბილ ან ცხელ მდგომარეობაშია მიღებული, თუმცა რეალურად ისინი მხოლოდ ცივად უნდა მიირთვათ, აცხადებს კვების გერმანელი სპეციალისტი ანტიე გალი.

ახალგაზრდა მამაკაცი ოფლს იმშრალებს - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
აძლიერებს ოფლის სუნს: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

მისი თქმით, ეს პროდუქტებია მაკარონის ნაწარმი, კარტოფილი და თეთრი ბრინჯი, რომლებიც დიდი რაოდენობით სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს და სისხლში შაქრის დონეს ნახტომისებურად ზრდის. თუმცა ცივ მდგომარეობაში ეს პროდუქტების არა მარტო არეგულირებს შაქრის დონეს, არამედ კუჭ-ნაწლავის მუშაობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

„როდესაც ასეთი პროდუქტი ცივდება, მათში შემავალი მყარი სახამებელი უკვე ისე წარმოიქმნება, როგორც დაშლის პროდუქტი. ეს დადებითად მოქმედებს ნაწლავების ფლორაზე, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და გახდომაშიც ეხმარება ადამიანს“, − ციტირებს სპეციალისტს საიტი focus.de.

ამიტომ, ანტიე გალის რეკომენდაციით, ჯობს მაკარონის, თეთრი ბრინჯისა და კარტოფილის კერძებს ჭამამდე გაგრილება ვაცალოთ.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, გაცივებულ პროდუქტში შემავალ სახამებელს ორგანიზმი ისევე ითვისებს, როგორც უჯრედისს. ამის წყალობით ნაწლავების ფლორა ძლიერდება და საჭმლის მონელება უმჯობესდება.

ტკივილი ზურგის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
აგარიდებთ თირკმელ-კენჭოვან დაავადებას: ექიმი ასახელებს პროდუქტს

გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ორგანიზმში ნაკლები ინსულინი გამოთავისუფლდება და, შესაბამისად, ქვეითდება ჭამის მადა − მცირდება შიმშილის გრძნობა.

რაც მთავარია, ანტიე გალი ხაზს უსვამს, რომ სახამებლის შემცველ პროდუქტებში გაგრილების შემდეგ იმაზე ნაკლები კალორიები რჩება, ვიდრე მანამდე იყო.

ამასთან ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტებისგან მომზადებული საკვები განმეორებით ერთჯერადად გათბობის შემთხვევაში სასარგებლო სახამებლის დიდ წილს ინარჩუნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0