გარდაიცვალა განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
აკადემიკოსს 130 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, იგი ასევე არის პიესებისა და ლექსების კრებულის ავტორი.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ფასდაუდებელია კვარაცხელიას ღვაწლი ქართულ მეცნიერებაში – მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად, თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში.

გუჩა კვარაცხელია 1993–2006 წლებში სათავეში ედგა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს. 2002–2006 წლებში იყო ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წლიდან კი მთვარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო საქართველის განათლების მინისტრი.

„გუჩა კვარაცხელიამ შექმნა რიგი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი მომავალი თაობისთვის. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუჩა კვარაცხელიას 130 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. იგი ასევე არის პიესებისა და ლექსების კრებულის ავტორი.

ყველა ახალი ამბავი
0