დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ივნისი

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 ივნისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

ხელსაყრელი დღეა ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით მიმდინარე საქმეების თვალსაზრისით. ფინანსებშიცა და სიყვარულშიც მოქმედებს მთავარი ფორმულა – შეინარჩუნე და ნუ ეცდები გაზრდას. ეს ჯანსაღი კონსერვატიზმის დღეა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესს, დიპლომატიას, დაგეგმვას, სწავლას. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ არ უნდა იყოთ ულმობელი და გულქვა. ასეთი ტაქტიკა კონფლიქტებამდე მიგიყვანთ.

რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>

ვერძი: ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ – არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მოინდომებენ თქვენს გაკრიტიკებას, უკმაყოფილების გამოთქმას, ან უბრალოდ რამეზე გამოდევნებას. თუ არ გინდათ ჩხუბი და წყენა, ყველაზე სწორი ტაქტიკა დიპლომატიურობა და კონფლიქტის ჩანასახშივე ჩახშობა იქნება.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის

კურო: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ თავი გარემოებების ბატონად იგრძნოთ. გააკონტროლებთ სიტუაციას, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ უნდა გაირომ დღეს გარკვეულად სისასტიკისა და მოუთმენლობისკენ ხართ მიდრეკილი, არ გსურთ სხვისი მოსაზრების მოსმენა და თუ თქვენს გეგმას რამე საფრთხე დაემუქრა, მზად ხართ კონფლიქტზეც კი წახვიდეთ. იყავით უფრო მოქნილი. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი არ გამოდგება.

ტყუპი: შესაძლოა, შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, თანაც, არა მხოლოდ უბრალო საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა კერძი მიირთვათ, რა ჩაიცვათ, არამედ საპასუხისმგებლო საქმეებში და გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს დაბადებს. ასტროლოგები გირჩევენ, ან თავს ძალა დაატანეთ და ეჭვებს გაუმკლავდით, ან ყველა საკამათო საკითხზე რჩევა იკითხეთ. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი სჯობს.

კირჩხიბი: დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ. სამწუხაროდ, ძალიან დიდი შანსია, რომ შინაგანმა ხმამ დაგაღალატოთ, მისი კარნახით მოქმედებამ კი სულ სხვაგან მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიჰყვეთ ინტუიციას, არ გჯეროდეთ იღბლის, გამართლების. მხოლოდ ლოგიკის იმედი უნდა გქონდეთ. ყველაფერში საფუძვლიანად უნდა გაერკვეთ, გააკეთოთ მხოლოდ გონებაზე დაყრდენობით დასკვნები და შესაბამისად იმოქმედოთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული

ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ, გამოეთიშოთ ორომტრიალს და საკუთარ თავს მიხედოთ. საქმეებს სათანადოდ მაინც ვერ მიხედავთ, ასე რომ გაინებრივეთ თავი და გააკეთეთ ის, რაც ძალიან გინდათ, მაგრამ ამისთვის დროს ვერ ნახულობთ. ეს იქნება თქვენი შანსი, რომ მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები, დაიმუხტოთ პოზიტივით, შეივსოთ ახალი ძალებით. იყავით ცოტა ეგოისტი და დახარჯეთ ცოტა მეტი თანხა საკუთარი თავისთვის – ეს დღის მთავარი რჩევაა.

ქალწული: დღეს ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეგიძლიათ. ირგვლივ რომ მხოლოდ ჩხუბი და კამათი იყოს, შეძლებთ საღი გონების შენარჩუნებას და დაპირისპირებული მხარეებისთვის თქვენი არგუმენტების დამაჯერებლად გაცნობას. თუ ჩხუბი არ იქნება (და ძალიან კარგი), ადამიანები მაინც მოგმართავენ რჩევებისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი იმისთვის, რომ აწარმოოთ მოლაპარაკებები, მიიღოთ საჭირო ადამიანების დახმარების გარანტია, ესაუბროთ საყვარელ ადამიანებს გულღიად.

სასწორი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ორგანიზებულად ყოფნა და მოქმედება. სიტყვა „საჭიროა“ თქვენში „ალერგიას“ გამოიწვევს. თუ საქმე არ გაინტერესებთ, მას, სავარაუდოდ, გადადებთ და თუ მაინც მოგიწიათ მისი გაკეთება, მაშინ არის დიდი ალბათობა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვათ. ორნაირი გამოსავალია, რომ გააკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ, ან რასაც აკეთებთ, იმ საქმით დაინტერესდეთ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ

მორიელი: დღეს იგრძნობთ, რომ გაქვთ სურვილი, რამე სისტემის ნაწილი გახდეთ, მაგალითად, კოლექტივის, ჩააბაროთ ინსტიტუტში, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან სულაც– დაქორწინდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება დაფიქრდეთ თქვენს ადგილზე ცხოვრებაში და დაიწყოთ მოქმედება. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას, გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ წინ  წაიწიოთ სოციალურ ან კარიერულ კიბეზე და ახალ წარმატებებს მიაღწიოთ.

მშვილდოსანი: დღეს შეიძლება რთული ამოცანის წინაშე დადგეთ ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტთ მას. შესაძლოა, სწორედ დღეს მოგიწიოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რომელიმე საკითხში, ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. აქედან გამომდინარე, თქვენი გადაწყვეტილება კარგად მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს.

თხის რქა: დღეს ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ, რაც კალაპოტიდან ამოგაგდებთ. თუ ემოციებს აჰყვებით, უფრო ძლიერად დაძაბავთ სიტუაციას. ბუზღუნითა და უკმაყოფილების გამოთქმით პრობლემას ვერ მოაგვარებთ. საუკეთესო გამოსავალია მოდუნდეთ და ბედს მიენდოთ. თუ დინებას მიჰყვებით უფრო მეტს მოიგებთ, ვიდრე ფუჭი წინააღმდეგობის გაწევით.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2017
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

მერწყული: დღეს ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ცვლილებების ქარი დაუბერავს – ესაა საინტერესო სიახლეების, მოველენების ან გეგმების დრო, რაც თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მრავალი წელია არ გინახავთ. მარტოხელები შეიძლება შეხვდეთ პიროვნებას, რომელთანაც შემდეგ რომანტიკული ურთიერთობების განვითარება არაა გამორიცხული. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ ისხდებით და მზად იქნებით სიახლეებთან შესახვედრად.

თევზები: დღეს მიზანსწრაფული, გონებამოკრებილი ხართ, განწყობა კი საქმიანი გაქვთ. ნებისმიერ სფეროში პრაქტიკული და ამბიციური მეთოდებით იხელმძღვანელებთ. ამგვარი განწყობით ნებისმიერ სფეროში ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ერთადერთი, რაც დღეს არ ღირს, ეს შემოქმედებითი საქმიანობაა. ეს არაა საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ და ექსპერიმენტები ჩაატაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0