„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე დღეს გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვის გამო იყო ჩასული.
ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ამ ადგილზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევჩი ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.