„ჩეხი ფლოიდი“: ჩეხეთის პოლიციას დაკავების დროს რუმინელი მამაკაცი შემოაკვდა

გამოწერა
ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში პოლიციამ რუმინელი მამაკაცი დააკავა, რა დროსაც მას მიწაზე მუხლით აკავებდნენ. შედეგად – კანონდამრღვევი გარდაიცვალა, თუმცა სამართალდამცველები მამაკაცის გარდაცვალებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, სამი პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა მამაკაცს. ერთ-ერთი მათგანი მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ყელზე მუხლს აჭერდა, ცოტა ხანში კი მამაკაცი გარდაიცვალა.

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ძალა, რადგან ეჭვმიტანილი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა. მათი თქმით, სწორედ ზედოზირება გახდა სიკვდილის მიზეზი.

ამის დასტურად პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს რუმინელის ქცევა დაკავებამდე.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან გამაჩეკმა პოლიციის მოქმედებას მხარი დაუჭირა.

ქვეყანაში მცხოვრებმა რუმინელებმა მომხდარი 2020 წლის მაისში აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას შეადარეს და თანამემამულეს „ჩეხი ფლოიდი“ უწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0