ბელა ხოტენაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

© photo: European Team Chess Championship 2017 / FBქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
მოჭადრაკემ მოიპოვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება; ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივლისში რუმინეთში გაიმართება.

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ბელა ხოტენაშვილი კარიერის განმავლობაში მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში.

ცხრა ტურის შემდეგ ხოტენაშვილმა 6,5 ქულა მოაგროვა - მოიგო ხუთი პარტია, სამი ყაიმით დაასრულა და ერთ პარტიაში დამარცხდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან–პრიზე მეხუთე ადგილი დაიკავა

პირველად საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატში ხოტენაშვილმა 2012 წელს გაიმარჯვა და ეს მიღწევა ხუთი წლის შემდეგ გაიმეორა.

საქართველოს ვიცეჩემპიონი მერი არაბიძე გახდა (6 ქულა), ბრინჯაოს პრიზიორი კი - ნინო ბაციაშვილი (5,5 ქულა).

აღსანიშნავია, რომ სამივე მოჭადრაკემ მოიპოვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, რომელიც რუმინეთში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატი ქალთა შორის 78-ედ ჩატარდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0