სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, როგორ იპოვა დაკარგული საბანკო პლასტიკური ბარათი ერთ-ერთ სუპერმარკეტში. ქალი იხსენებს, რომ ბარათი ქუჩაში ამოუვარდა და იმავე საღამოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, რომ ვიღაცამ მისი ბარათიდან 35 ცენტი მოხსნა მაღაზიაში.
„იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის მოჭრა, საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე, ეგებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვს–მეთქი. მოკლედ, გადავრეკე ამ სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე და დამიდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ჩემი ბარათი. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა სად მიმეკვლია, ბარათი გამყიდველს ჩააბარა 35 ცენტთან ერთად. ასეთებიც ხდება”, – წერს დეა სულუაშვილი.
ქალი, სავარაუდოდ, ესპანეთში ცხოვრობს და ამბავიც სწორედ იქ გადახდა.