საქართველოში მოდის, დიზაინისა და ხელოვნების საგანმანათლებლო ცენტრი გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerსოფო ჭყონია
სოფო ჭყონია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
მარანგონის, პარსონსის დიზაინის სკოლები, ასევე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის დიზაინისა და ხელოვნების სკოლები – ეს დაწესებულების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ჩამოსული პროფესორები თბილისში სტუდენტებთან იმუშავებენ.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოში იგეგმება შემოქმედებითი ინდუსტრიების საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა, სადაც მსურველები ხელოვნებასა და დიზაინს შეისწავლიან. ამის შესახებ Forbes-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

ცენტრის მშენებლობა Coca-Cola-ს ძველი ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება. ის პირველ სტუდენტებს 2022 წლის შემოდგომაზე მიიღებს. ჭყონიას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო სკოლასთან. ცენტრში ისწავლიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
„ბაზრის ჩანთა“ 80-იანი წლებიდან დემნა გვასალიამ ტრენდად აქცია – ნახეთ ჩანთის ფასი

ცენტრში სტუდენტებთან იმუშავებენ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები. ისინი სტუდენტებს შეასწავლიან მოდას, დიზაინს, ხელოვნებას, ასევე თეატრალურ კოსტიუმირებას. მარანგონის, პარსონსის დიზაინის სკოლები, ასევე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის, ფლორენციის დიზაინისა და ხელოვნების სკოლები, რომის აკადემია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, საიდანაც ჩამოსული ექსპერტები ცენტრში მიღებულ სტუდენტებთან იმუშავებენ, აღნიშნა ჭყონიამ.

„ჩვენ მათთან მემორანდუმის საშუალებით ვითანამშრომლებთ. თავიდან ვიფიქრეთ, ერთი კონკრეტული საერთაშორისო სკოლა აგვერჩია, თუმცა  ყველას თავისი უპირატესობა აქვს და ერთი ძლიერი მხარე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველასგან საუკეთესო იდეები შემოგვეტანა“, – აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი ტიპის სკოლა არ არსებობს, ამიტომ თბილისის საგანმანათლებლო ცენტრი მოდის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროში საერთაშორისო და რეგიონული ლიდერი იქნება.

სოფო ჭყონია საქართველოში დაიბადა. სანამ პარიზში გადავიდოდა, სწავლობდა გერმანიაში, აშშ-ში და საფრანგეთში. მას კინოინდუსტრიაში გამოცდილება დაუგროვდა და თავდაპირველად რეჟისორობა სურდა. მან ინტერვიუების სერიაც კი წამოიწყო, სადაც მონაწილეობდნენ ისეთი სტუმრები, როგორიცაა  Yves Saint Laurent-ის მოდის სახლის ერთ-ერთი დამაარსებელი პიერ ბერჟე და ამერიკელი დიზაინერი რიკ ოუენსი. შემდეგ ჭყონიამ დააარსა დიზაინერების კონკურსი Be Next, რომელმაც აღმოაჩინა ისეთი ნიჭიერი ქართველი დიზაინერები, როგორიცაა გიორგი ქებურია და ლადო ბოკუჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0