დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

© photo: Pixabay / congerdesignდამცავი პირბადეები
დამცავი პირბადეები - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
НовостиTelegram
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 1 ივლისიდან გაუქმდება

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოდ რჩება დახურულ სივრცეებში.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით დარღვევა ისჯება 40-ლარიანი ჯარიმით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

1 ივლისიდან უქმდება ე.წ. კომენდანტის საათიც.

საქართველოში „კომენდანტის საათი" 2020 წლის მარტიდან შემოიღეს, რომელიც ზაფხულში გაუქმდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა ნოემბერში კვლავ ამოქმედდა. ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა. მიმდინარე წლის მაისში შეზღუდვის დრო შემცირდა და დღემდე იგი 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა  ფიზიკური პირის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირის კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0