Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ქარსელაძე ორსულობას მალავს? - ხათუნა ჟორდანია ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა.

„მიყვარხართ“ – ასე გააზიარა ხათუნა ჟორდანიამ ქალიშვილის, ნინი ქარსელაძისა და მისი მეუღლის, თაზო ჯახუტაშვილის ფოტოები. წყვილი მცირე ხნის წინ შეუღლდა. როგორც ნინის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მომღერალი ძალიან ბედნიერია. წყვილი ხშირად არ აზიარებს საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელში. ხათუნას მიერ გაზიარებულ ფოტოებს შორის ორი ახლად გადაღებულია, სადაც ნინი ქარსელაძეს მოზრდილი მუცელი ეტყობა/ როგორც ჩანს, მომღერალი ორსულობას მალავს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Xatuna Jordania (@xatunajordania)

ნინი ქარსელაძე გათხოვებასაც მალავდა, თუმცა ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნა ჟორდანიამ აღიარა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ამას რიგი მიზეზების გამო მალავდნენ. ცნობილი გახდა, რომ ნინის მეუღლე 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Xatuna Jordania (@xatunajordania)

მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0