ინოვაციური ყუთი პატარძლებისათვის: როგორ დავზოგოთ ორი ათას ლარამდე ქორწილისთვის

© photo: courtesy of Ketevan Bendelavaსაქორწილო სასაჩუქრე ყუთი
საქორწილო სასაჩუქრე ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ქორწილი ყველა გოგონასათვის მნიშვნელოვანია. თითქმის ყველა ქალი ოცნებობს გრანდიოზულ, სასიამოვნო და ზღაპრულ ქორწილზე, რაც საქართველოში იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის.

ამიტომ ორმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ლანა ბლიაძემ და  მარკეტინგის მენეჯერმა ქეთევან ბენდელავამ იზრუნეს იმაზე, რომ პატარძლებისათვის ამ დღესთან დაკავშირებული სირთულეები გაემარტივებინათ და შექმნეს საუცხოო სასაჩუქრე ყუთი, სადაც თავმოყრილია არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთი. მათ შორისაა ფასდაკლების ათზე მეტი ვაუჩერიც, რომელთა საშუალებითაც პატარაძალი სოლიდურ თანხას დაზოგავს ქორწილის დღეს.

სასაჩუქრე ყუთი საქართველოში ინოვაციურია და ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ამ ყველაფერზე დაწვრილებით ქეთევანი გვესაუბრა.

© photo: courtesy of Ketevan Bendelavaსაქორწილო სასაჩუქრე ყუთი
ინოვაციური ყუთი პატარძლებისათვის: როგორ დავზოგოთ ორი ათას ლარამდე ქორწილისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქორწილო სასაჩუქრე ყუთი

− როგორ და რატომ გაჩნდა სასაჩუქრე ყუთის შექმნის იდეა?

− სასაჩუქრე ყუთის, ეგრეთ წოდებული ბოქსის შექმნის იდეა გაჩნდა დაახლოებით ექვსი თვის წინ, როდესაც სხვადასხვა თემებზე საუბრისას მე და ლანამ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში საქორწილო თემატიკის „ბოქსი“ არ არსებობს. იმ დღეს ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, თუ როგორ და რა უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ ამას მოჰყვა ფიქრი, გამოკითხვები, გოგოების სურვილების გარკვევა, ჩვენი გამოცდილების გახსენება, პარტნიორობისთვის შესაბამისი კომპანიების მოძებნა და შედეგად მივიღეთ „ბიბი ბოქსი“.

− დიდი ხანი დაგჭირდათ იდეის განსახორციელებლად?

− იდეის ჩამოყალიბებას და მომზადებას ხუთ თვე დასჭირდა, რომელიც საკმაოდ შრომატევადი იყო. როგორც გითხარით, საქორწილო თემატიკის „ბოქსი“ საქართველოში არ არსებობდა და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ყუთი ამ მიმართულებით პირველია.

© photo: courtesy of Ketevan Bendelavaსაქორწილო სასაჩუქრე ყუთი
ინოვაციური ყუთი პატარძლებისათვის: როგორ დავზოგოთ ორი ათას ლარამდე ქორწილისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქორწილო სასაჩუქრე ყუთი

− „ბოქსში“ განთავსებული ნივთების დასახელება საიდუმლოა თუ მოგვიყვებით მათ შესახებ? 

- ყუთებში მოთავსებულია ორი მიმართულების ნივთები. პირველი მიმართულება არის სამახსოვრო, სიმბოლური ნივთები პატარძლისათვის, მეორე მიმართულებაა ფასდაკლების ვაუჩერები ყველა იმ მომსახურებაზე თუ ნივთზე, რაც პატარძალს წინასაქორწილოდ ან ქორწილში აუცილებლად სჭირდება. ყუთში სულ დევს 11 ნივთი და ფასდაკლების 13  ვაუჩერი.

− სხვადასხვა ნივთების შეძენა თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია, აი ფასდაკლების ბარათები კი ბევრისთვის არ არის ხელმისწავდომი. გვითხარით, კონკრეტულად რა ფასდაკლებებით ისარგებლებენ პატარძლები თქვენი „ბოქსის“ შეძენის შემთხვევაში?

© photo: courtesy of Ketevan Bendelavaსაქორწილო სასაჩუქრე ყუთი
ინოვაციური ყუთი პატარძლებისათვის: როგორ დავზოგოთ ორი ათას ლარამდე ქორწილისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქორწილო სასაჩუქრე ყუთი

− სასაჩუქრე ყუთში ნახავთ საქორწილო კაბის, საქორწილო დიზაინის, სოლარიუმის, ფიტნესდარბაზის მომსახურებასა და სხვა სახის ფასდაკლების ვაუჩერებს − შესაბამის სფეროებში წამყვანი კომპანიებისა და ადამიანებისგან. ფასდაკლების რაოდენობა იწყება  20%-ით და გვაქვს 50%-იანი ფასდაკლებაც. თუ ყველა ვაუჩერის მინიმალურ ფასს დავითვლით, ბოქსის მფლობელი პატარძალი დაახლოებით 1700 ლარის ფასდაკლებას მიიღებს.

− ვინ იყო თქვენი პირველი პატარძალი და გამოიყენა თუ არა უკვე „ბოქსი“?

− ჩვენი ბოქსის პირველი მფლობელი არის სოფიო კიღურაძე, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, რა სერვისებით ისარგებლა, არ გვაქვს.  

− მომავალში რაიმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?

© photo: courtesy of Ketevan Bendelavaსაქორწილო სასაჩუქრე ყუთი
ინოვაციური ყუთი პატარძლებისათვის: როგორ დავზოგოთ ორი ათას ლარამდე ქორწილისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქორწილო სასაჩუქრე ყუთი

− სამომავლო გეგმები არის ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი. უახლოეს პერიოდში დავამატებთ ბოქსებს მეჯვარეებისათვის, ასვე გოგონების  წინასაქორწილო წვეულებისთვის და სხვა ყუთებს.

ყველა ახალი ამბავი
0