ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves 2022 წლისთვის გადაიდო

© FB / Echowaves Festivalელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves 

 - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ათასობით ქართველი რეივერის საყვარელი ფესტივალი წელს არ გაიმართება - COVID-19-თან დაკავშირებული რთულად პროგნოზირებადი სიტუაციის გამო.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves, რომელიც ყოველწლიურად ანაკლიაში იმართება, წელს გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

ორგანიზატორების თქმით, დიდი სურვილის მიუხედავად, 2021 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო ფესტივალი ანაკლიაში 2022 წლისთვის გადაიდო.

„Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება. Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო. ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანებს შეუძლიათ დააბრუნონ შეძენილი ბილეთები, მაგრამ შეუძლიათ დაიტოვონ - მათ გამოყენებას 2022 წლის ფესტივალზე დასასწრებად შეძლებენ.

© courtesy of Echowaves Festivalელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves 2022 წლისთვის გადაიდო - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves

ფესტივალი EchoWaves პირველად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 2018 წელს ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალ EXIT-ის ეგიდით ჩატარდა. ეს უკანასკნელი სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიასა და რუმინეთში იმართება. მაშინ ოთხი დღის განმავლობაში ხუთ სცენაზე 150 შემსრულებელი გამოვიდა. მათ შორის იყვნენ ხუან ატკინსი, დაი ანტვორდი (Die Antwoord), სოლომუნი (Solomun), ტრიკი (Tricky) და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0