დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივნისი

© Pixabay / cocoparisienneსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 ივნისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღევანდელი დღის პირველი დამახასიათებელი ნიშანი მაქსიმალიზმია ყველაფერში: სიყვარულში, სამუშაოზე, გრძნობების გამოხტვასა და სიზარმაცეშიც კი. მეორე – ესაა არაპროგნოზირებადობა და სპონტანურობა. გრძნობების „შემოტევა“ მოულოდნელი და ძლიერი იქნება ქარიშხალივით. სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალზე რთული აღმოჩნდება. და მაინც, რომანტიკული ვნებებისა და იმპულსური ქცევების მორევში ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ.

ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>

ვერძი: დღეს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რამე ისეთი მოვლენა ან ახალი ამბავი შემოიჭრას, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – მოგზაურობა, შეხვედრა, ნაცნობობა, უცაბედად აგიზგიზებული გრძნობა, წინადადება ახალი სამუშაოს თაობაზე... ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ ღირს სიტუაციის დინებაზე მიშვება. საჭიროა, ნებისმიერ საკითხში აწონ–დაწონილი, შეგნებული გადაწყვეტილების მიღება.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

კურო: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, არა ლოგიკით, არამედ ინტუიციით იხელმძღვანელებთ – ლოგიკა არ მოგცემთ ნებას, ზუსტად დაადგინოთ, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა. სამაგიეროდ, ინტუიცია ძალზე გამძაფრებული გექნებათ. მისი წყალობით ღამით ცხად სიზმრებს ნახავთ, ხოლო დღისით მის ქვეცნობიერიდან წამოსულ მინიშნებებს თვალნათლივ დაინახავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ შინაგან ხმას.

ტყუპი: ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში დღეს დაძაბულობა შეიძლება გაჩნდეს. შესაძლოა, მისი ბიოგრაფიიდან რაღაც მოულოდნელი ფაქტები გაიხსნას, ან უარყოფითი თვისებები აღმოაჩინოთ. ან, სულაც, შეიძლება თქვენ ხართ დღეს ძალიან მომთხოვნი ირგვლივ მყოფების მიმართ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონოთ: ღირს კი ვითარების დაძაბვა და ბუზის სპილოდ ქცევა?

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო ისეთ ადგილას გაატაროთ, სადაც დიდი მხიარულებაა. სად წახვალთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული – ზოგს თეატრი უყვარს, ზოგი როკ–კონცერტს ამჯობინებს, ზოგისთვის კი წვეულებაზე ან კინოში წასვლაა დადებითი ემოციების გარანტი. მთავარია, რომ ურთიერთობების მორევში აღმოჩნდეთ, რადგან სწორედ აქ გაიხსნება თქვენი შანსები. კომუნიკაბელურობის წყალობით თავს საუკეთესოდ წარმოაჩენთ და გააბამთ საინტერესო და პერსპექტიულ ნაცნობობას.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2018
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი

ლომი: ცხოვრებით ტკბობისთვის ხართ განწყობილი. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ და არსად გეჩქარებათ. ნებისმიერ საქმეს აუჩქარებლად შეუდგებით და თუ არის ამის საშუალება, საერთოდ გადადებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ, ასევე მეგობრებს, ახლობლებს. დღეს შეძლებთ შეაფასოთ მშვენიერი თავის ყველა გამოვლინებაში, იქნება ეს თეატრი, მუსიკა, სიყვარული, გემრიელი კერძი თუ თბილი ურთიერთობები.

ქალწული: საქმიანობის თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დღეა. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ამას სიზარმაცე ჰქვია. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, დაძლიოთ სიზარმაცის შემოტევა – ნამდვილად არ ინანებთ. დღე საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. არაა გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობები საინფორმაციო ნაკადებს უკავშირდებოდეს. ასე რომ, აჯობებს, ყური დაუგდოთ ყველაფერს, ხოლო პირზე ბოქლომი დაიდოთ, რათა ზედმეტი რამ არ წამოგცდეთ და თავი არ დაიზარალოთ.

სასწორი: დღეს ფინანსურ საქმეებში გაგიმართლებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში საინტერესო წინადადება მიიღოთ, ან ვინმემ უკვე მივიწყებული ვალი დაგიბრუნოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ხელფასი მოგიმატონ. ასეა თუ ისე, დღეს ყურადღებით უნდა იყოთ ნებისმიერი ფინანსური იდეისა და შესაძლებლობის მიმართ, თუნდაც ის ერთი შეხედვით უპერსპექტივოდ და უცნაურად მოგეჩვენოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2018
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი დამახასიათებელი სპონტანურობა გახდება. თქვენს განწყობას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ, გაგანერვიულებენ და გაგაღიზიანებენ გარშემომყოფები, მეორე მხრივ კი შეგიძლიათ დიდსულოვნად მოექცეთ მათ. მარტო საქციელი არა – თქვენი გრძნობებიც ვერანაირი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ მოექცევა. არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში ვინმეს მიმართ მეგობრული სიმპათია გაგიჩნდეთ ან სიყვარულმა „იფეთქოს“.

მშვილდოსანი: ეს ის დღეა, როდესაც ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების დინებას გაჰყვეთ. შეიძლება აღმოჩნდეთ ვითარებაში, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. მაგალითად, ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ, არ მოისმინონ თქვენი მოსაზრებები, ან, უბრალოდ, არ შეგიძლიათ მოვლენებზე გავლენის მოხდენა. თუ მსგავსი რამ მოხდა, სჯობს, შეეგუოთ ამას და ბედს ენდოთ, გაჰყვეთ დინებას – ეს დღეს ყველაზე ბრძნული საქციელი იქნება.

თხის რქა: არაპროგნოზირებადი დღეა, როდესაც თქვენს მიზანს არასტანდარტული მეთოდებით მიაღწევთ. თუ ცხოვრების რამე სფეროში ცვლილებები გაქვთ დაგეგმილი, ან თამამი ნაბიჯის გადადგმა გსურთ, ექსპერიმენტის ჩატარება, ეს სრულიად შესაფერისი დროა ამისთვის. არცთუ საიმედო პროექტებმა, რომლებიც ავანტიურულ ნაპერწკალს მოითხოს, შეიძლება „ათიანში გაარტყას“. ასევე ძალზე ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის.

ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2019
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი: ისინი არასდროს მოიდრიკებიან, როდესაც მათზე ზეწოლას ცდილობენ

მერწყული: დღეს წინა პლანზე გამოვა თქვენი ლიდერული და ორგანიზაციული თვისებები. გარშემომყოფები თქვენი ამ თვისებებით მოხიბლული დარჩებიან და უკან გამოგყვებიან. ოჯახურ და მეგობრულ წრეში შეგიძლიათ პიკნიკი ან მხიარული წვეულება მოაწყოთ, სამუშაო სფეროში კი კარგი იქნება, თუ თავს წარმოაჩენთ, როგორც ორგანიზატორული ნიჭის მქონე პიროვნება. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ.

თევზები: მოულოდნელობებისა და აღმოჩენების დღეა. მოვლენებმა შეიძლება გაიძულოთ აზრის შეცვლა რამე საკითხში, ან ვინმემ გაგაოცოთ ირგვლივ მყოფთაგან. არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენი აზრი ჩამოგიყალიბდათ, დღეს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარდგეს თქვენ წინაშე. შესაძლოა, თვითონ მოიქცეთ არაორდინარულად – ისე, რომ ყველა გააოცოთ. საინტერესო დღე გელოდებათ!

ყველა ახალი ამბავი
0