თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში მდებარე აუზში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო, წერს „რეზონანსი“.
ტრაგიკული შემთხვევა დღეს მოხდა. ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი სახლში და ზუსტად რა გარემოებებში მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი ოჯახის წევრებს გაეპარა.
გარდაცვლილის ოჯახში სამართალდამცველები მუშაობენ.