რაჭაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnikრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
მუსიკა ბევრი არასდროს არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მთებში ჟღერს, იფიქრეს ქართველმა მუსიკოსებმა და დააარსეს ფესტივალი თვალწარმტაც რაჭაში.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მუსიკალური ფესტივალი Magnetic Events, რომლის სცენაზეც სხვადასხვა ჟანრის ახალგაზრდა მუსიკოსები გამოვლენ, 9-10 ივლისს რაჭაში, სოფელ შოვში გაიმართება.

„9 ივლისიდან გეპატიჟებით რაჭაში, შოვში, ფესტივალზე, სადაც ისიამოვნებთ, როგორც ბენდების, ისე ელექტრონული მუსიკის არტისტების შემოქმედებით“, -  ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

© Sputnik / Vladimir Umikashviliრაჭის პეიზაჟი
რაჭაში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
რაჭის პეიზაჟი

დღისით მსმენელის წინაშე წარსდგებიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Killages, Bedford Falls, დიჯეი ანუშკა ჩხეიძე, მომღერალი ერეკლე დეისაძე, The Rylans და Nikakoi. 

რაც შეეხება საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ იმღერებენ Rasadrashi, Qasra, Parna, Khvedeliani, Toka Kakabadze და სხვები.

შოვი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0