პოზნერი ჟურნალისტიკის ფაკულტეტების გაუქმების წინადადებით გამოვიდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პოზნერი
ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის პროფესიას სხვა პროფილის განათლების მქონე ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი აითვისებს.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი ჟურნალისტიკის ყველა ფაკულტეტის გაუქმებისა და მათი უფრო მისაღები ანალოგით ჩანაცვლების წინადადებით გამოვიდა.

ასეთი პასუხი გასცა ტელეწამყვანმა მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი ჟურნალისტი. ტელეწამყვანის პასუხის ნახვა შესაძლებელია მის ოფიციალურ გვერდზე Яндекс.Дзен.

პოზნერის სიტყვებით, ადამიანს შეიძლება ასწავლო წერა, ხატვა ან ნოტების წაკითხვა, მაგრამ შეუძლებელია ასწავლო, იყოს მწერალი, მხატვარი ან კომპოზიტორი. იგივე ეხება ჟურნალისტიკას: ტელეწამყვანი დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტი ჟურნალისტი „გარკვეული ნიჭით უნდა დაიბადოს“.

„მე, მაგალითად, გავაუქმებდი ჟურნალისტიკის ყველა ფაკულტეტს და ამის ნაცვლად შევქმნიდი ჟურნალისტიკის სკოლებს მათთვის, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება, უკვე ჰქონია შეხება ცხოვრებასთან და ესმის, რისთვის უნდა ჟურნალისტიკაში წასვლა და ზოგადად - რა პროფესიაა ეს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის ტელევიზორის ეკრანებიდან თავის მოწონება“, - აღნიშნა პოზნერმა.

ამას წინათ პოზნერმა თავისი პროფესია ბლოგერის საქმიანობას შეადარა. მან თანამედროვე ჟურნალისტიკა ასევე პროპაგანდისთვის გააკრიტიკა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0