თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მონაკოს სამთავროში ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარი გაიმართა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება Epicure Club Monaco-სა და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია LE PONT CAUCASIEN-ის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას 100-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, ცნობილი სომელიეები, პოტენციური იმპორტიორები, ექსპერტები და ა.შ.
სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოების ნიმუშები.
ღონისძიება საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავდა მიზნად.