გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ-ში გამართავს

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს-პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ვის შეხვდება საქართველოს ექს-პრემიერი ბრიუსელში – გახარიას პირველი არაოფიციალური ვიზიტი

გახარია აშშ-ში ბრიუსელიდან გაემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0