ფლორიდაში გეი-აღლუმზე ავტომობილის შევარდნა წინასწარ განზრახვით არ მომხდარა – ვიდეო

გამოწერა
მაიამიში გეი-აღლუმზე პიკაპის ტიპის ავტომობილით შევარდნა, რასაც ერთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, განზრახ ჩადენილი დანაშაული არ ყოფილა, აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის თანამშრომლები.

ინციდენტი ქალაქ უილტონ მენორსში შაბათს მოხდა. პიკაპმა ორ ადამიანს გადაუარა, რომლებიც გეი-აღლუმში მონაწილეობას აპირებდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე საავადმყოფოაშია გადაყვანილი. აღლუმზე მყოფმა მეზობელი ქალაქის - ფორტ-ლოდერდეილის მერმა დინ ტრანტალისმა განაცხადა, რომ ეს „ტერორისტული აქტი“ იყო.

ლვორას მერმა ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და ყველაფერი მიუთითებს მომხდარის შემთხვევითობაზე.

ფორტ-ლოდერდეილის პოლიციაში განაცხადეს, რომ 77 წლის მძღოლი იყო ღონისძიების მონაწილე, თუმცა „ავადმყოფობის გამო აღლუმზე ფეხით სიარული“ არ შეეძლო.

დაშავებული კვლავ საავადმყოფოში იმყოფება, მას სერიოზული დაზიანებები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა მძღოლს ბრალდება არ წაუყენეს და ის არ დაუკავებიათ. ინციდენტის გამძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0