ცაგარელი: დღეს საკრალური დღეა, იოცნებეთ, ჩაუთქვით სურვილები

© Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მზებუდობასა და მის არსზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს დადებითი ენერგიის გაცემა.
ცაგარელი
„დღეს რადგან მზებუდობაა, საკრალური დღეა. ამ დღეს ხალხი ლოცულობდა, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავდა, იმართებოდა ქორწილები და ა.შ. ეს არის სამყაროში უმაღლესი სინათლის შემოსვლის დღე. ამიტომ დღეს იოცნებეთ, ჩაუთქვით სურვილები და მაქსიმალურად მოესიყვარულეთ ყველას“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამეა. ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0