ბიზნეს-ასოციაცია: ხუთი მიზეზი, რაც ბიზნესს ხელს უშლის

© photo: Sputnikსაბურთალო, სპორტის სასახლის ტერიტორია
საბურთალო, სპორტის სასახლის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
მიუხედავად ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ლარის კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.

BAG-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში გამოკითხულ ბიზნესმენთა 77% საქმიანობისთვის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილური იყო და 70-80%-ის ფარგლებში მერყეობდა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად: აშშ-ის ფედერალური მთავრობის რჩევები

„პრობლემებს შორის მიმდინარე კვარტალში პირველ ადგილს უცვლელად ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს – აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76% ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება მაისში დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 7,8%-ით გაიზარდა. 19 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1681 GEL/$1 ნიშნულზე დადგინდა. 

BAG-ის ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარებისა, მაღალია იმ კომპანიების წილი (49%), რომლებსაც მომდევნო 6 თვეში დოლარის მიმართ ლარის კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

ბიზნეს–კლიმატი

BAG-ის ბიზნეს–კლიმატი 2021 წლის II კვარტალში, I კვარტლის მსგავსად, დადებითია ყველა სექტორში გარდა მშენებლობის სექტორისა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია სექტორში გაყიდვების 37,5%-ით შემცირებასთან. მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-ის აზრით, 2021 წლის II კვარტალში მათ მიერ დაწესებული ფასები საკმარისია მხოლოდ დანახარჯების დასაფარად.

რაც შეეხება ბიზნესის ხედვას მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შესახებ, 2021 წლის II კვარტალში, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის მაჩვენებელი დადებითია. სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური განწყობა ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ეს გარკვეულწილად განაპირობებულია დადებითი მოლოდინებით გაყიდვების ზრდის და საქონელზე ფასების ზრდის მიმართულებით.

დასაქმების ბარომეტრი

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დადებითი იყო და 27,4 ქულა შეადგინა. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში: პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა

შედარებისთვის, 2020 წლის პირველ კვარტალში BAG-ის წევრ საწარმოებს დასაქმების კუთხით უარყოფითი მოლოდინები ჰქონდათ, ამიტომაც დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი იყო და –46,7 შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალთან (30,2 პუნქტით) და 2021 წლის პირველ კვარტალთან (12,7 პუნქტით) შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბიზნეს–ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმების ბარომეტრი მხოლოდ მშენებლობის სფეროში გაუარესდა. გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 12,5% ელოდება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.

საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებსა და მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური