დღის ასტროპროგნოზი: მზებუდობა 21 ივნისს – წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია

ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაჰყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.

ეზოთერიკოსების ირწმუნებიან, რომ ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დროა სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად, ჯანმრთელობის გამტკიცების, სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. თუ ამ დღეს სურვილს ჩაუთქვამთ, ის წლის ბოლომდე ახდება.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

მზე გადადის კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.

მზის კირჩხიბის ნიშანში გადასვლისას ადამიანებში იღვიძებს მიჯაჭვულობა საკუთარი სახლის, მშობლების, ოჯახის, შვილების მიმართ. კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს. 21 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ანუ მზე კირჩხიბში შესაფერისი დროა საგვარეულოს ენერგეტიკულ სისტემაში კავშირების აღსადგენად. ესაა ემოციური აღმასვლის, ფაქიზი აღქმისა და გამჭრიახობის, სიყვარულისა და შემოქმედების პერიოდი.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მზეს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ყველა კულტურაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. როგორც წესი, უმრავლეს კულტურებში მზე (ლომის ნიშანს მართავს) მამაკაცურ საწყისს წარმოადგენს, ხოლო მთვარე ქალურს (თუმცა არის პირიქითაც, მაგალითად, იაპონიაში, ახალ გვინეაში). რიგ კულტურებში მზე და მთვარე მეუღლეებად ან და–ძმად წარმოგვიდგებიან.

ზაფხულის მზებუდობის დღეს მთვარე მორიელის ნიშანშია. რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ძალზე მაგიური და იდუმალებით მოცულია. ეს წყლის ნიშანია, რომლის პრინციპია განწმენდა და ტრანსფორმაცია. რადგანაც მზებუდობის დღე ძალის დღეა, ბევრი შეძლებს იპოვოს რესურსების წყარო, გააძლიეროს სასიცოცხლო ენერგია.

ზაფხულის მზებუდობა თბილისის დროით 07:32 საათზე დადგება.

 ზაფხულის მზებუდობის დროს არ შეიძლება ცუდ განწყობაზე ყოფნა, რადგან ამ დღის ენერგეტიკა დადებითია და გავლენას მხოლოდ მათზე ახდენს, ვინც მზადაა, ის თავის ცხოვრებაში შემოუშვას.

როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს

ვერძი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები, სამწუხაროდ, იდეალურისგან შორს იქნება. თავადაც უკომპრომისოდ ხართ განწყობილი და ცეცხლზე ნავთს ირგვლივ მყოფები დაასხამენ თავიანთი კრიტიკითა და ჭორაობით. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ მწვავე მომენტებისთვის და თუ არ გსურთ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, იყავით მოქნილი და დიპლომატიური. ნუ აურევთ ერთმანეთში იუმორის გრძნობას სასტიკ სატირასთან.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2019
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

კურო: ძალზე მოტივირებული ხართ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში – სიყვარულიდან მუშაობამდე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ არა მხოლოდ უბრალო, არამედ საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ. სავსე ხართ აზარტისა და შეჯიბრების წყურვილით. რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, სხვებისკენ გაიხედავთ, რომ მათ გაუსწროთ.  ამიტომ დღე მიესადაგება სამუშაო „გმირობებსა“ და კარიერაზე ზრუნვას, ასევე ფლირტსა და სიყვარულს – მეტოქეობის წყურვილი ამ საქმეშიც გამოგადგებათ.

ტყუპი: იქნებით უმაღლეს დონეზე ორგანიზებული. არ გაქვთ განწყობა, რომ გულხელდაკრეფილი ისხდეთ, არამედ მზად ხართ აქტიურობისთვის, შეუპოვრად შრომისთვის. ნებისმიერ სამუშაოს კეთილსინდისიერად შეასრულებთ. საყურადღებოა ერთი რამ – თქვენი მომთხოვნელობა სხვებზეც გავრცელდება და თუ ვინმე გარშემომყოფთაგან თქვენს მაღალ მოლოდინებს არ გაამართლებს, შეგიძლიათ ეს მოურიდებლად პირშიც მიახალოთ.

კირჩხიბი: ურთიერთობების დღეა. მაგნიტივით მიიზიდავთ ადამიანებს. რაც არ უნდა თქვათ და მოიმოქმედოთ, ეს გარშემომყოფების დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ისინი უაღრესად პოზიტიურად განეწყობიან თქვენ მიმართ, დაინტერესდებიან თქვენი იდეებით, გკითხავენ რჩევებს, შემოგთავაზებენ დახმარებას. თუ რამე საქმეში ინიციატორის ფუნქციას იტვირთებთ, შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

ლომი: დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ – ეს ყველაზე უკეთ გამოგივათ. ხართ ყურადღებიანი, გექნებათ დრო, რომ გააკეთოთ ის საქმეები, რომლებისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ: მოაწესრიგოთ სახლი, გათვალოთ სულ მცირე წვრილმანიც კი, წახვიდეთ საყიდლებზე, შეიმუშაოთ მოქმედების გეგმა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს გლობალურ, საპასუხისმგებლო საქმეებთან შეჭიდება.

ქალწული: ირგვლივ ყველაფერი გაინტერესებთ, ხართ აქტიური, ემოციური, შემოქმედებითი ენერგიითა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე. გარშემომყოფები ვერც კი შეამჩნევენ, ისე გადაგიშლიან გულს, გეტყვიან თავიანთ საიდუმლოს. გარდა ურთიერთობებისა, შეგიძლიათ დღე თქვენთვის საყვარელ და საინტერესო საქმიანობას მიუძღვნათ, გაერთოთ, იმოგზაუროთ და სიყვარულის მორევში ჩაიძიროთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გაგიჭირდებათ, ეს რუტინული საქმიანობაა.

სასწორი: დღეს წარმატებები გელოდებათ საქმიან სფეროში. მოსალოდნელია წინსვლა კარიერაში, სამუშაოზე, ბიზნესში, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად დაიწყოთ იმის განხორციელება, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. დღეს თუ რამეს შეიძენთ, ეს წარმატებული იქნება, გეგმები – სისცოცხლისუნარიანი, ხოლო დაწყებული პროექტები – მომგებიანი. არ დაიხიოთ უკან. იქნებ ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ მცირე სითამამე გაკლიათ? სითამამე, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯი გადადგათ, დაიწყოთ რამე გეგმის რეალიზება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს იქნება წარმატებული, მრავლისმთქმელი წამოწყება. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და ენერგიულად დაიწყოთ ჩანაფიქრის განხორციელება. შესაძლოა, დიდი ხანია ოცნებობთ ახალი პროექტის წამოწყებას, ან იმიჯის შეცვლა გსურთ, მოწევისთვის თავის დანებება, ფიტნესზე ჩაწერა, რომანტიკული ნაცნობობა თუ ახალი სამუშაოს მოძეწბნა. გზა ხსნილია – იარეთ წინ!

მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, როდესაც ყველა საქმე მსუბუქად, ზედმეტი წვალების გარეშე გამოგივათ. ჰარმონიულად იქნებით სამყაროსთანაც და საკუთარ თავთანაც. ეს უპირატესობას მოგცემთ საქმიანობაში, ადამიანებთან ურთიერთობებში. სრულიად შესაძლებელია, რომ სასიამოვნო მოვლენა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ამას გარდა, სულიერი წონასწორობა საშუალებას მოგცემთ, რომ დღე არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც გაატაროთ – ვარსკვლავები თქვენთვის ენერგიასა და შემოქმედებით ძალებს არ დაიშურებენ.

თხის რქა: ყურადღება გმართებთ ფულთან დაკავშირებით – არის დანაკარგის საფრთხე. პირველ რიგში, ეს შეიძლება უყურადღებობის გამო მოხდეს, ან ზედმეტად ენდოთ ადამიანებს და მოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, გააკონტროლეთ ხარჯები, წინასწარ გამოყავით ფული შოპინგისთვის და დაუწესეთ თავს ლიმიტი. რაც შეეხება სერიოზულ საქმეებს – ინვესტიციებს, ბიზნესს და ა.შ. აქ აჯობებს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე იდუმალებით მოცული ნიშნები - ტოპ-ექვსეული

მერწყული: დღე ვარსკვლავების ბედის საჩუქრებით გაგანებივრებენ. სასიამოვნო სიურპრიზები, დიდი ალბათობით, ბიზნესის ან ფინანსების სფეროს უკავშირდება, მაგრამ არაა გამორიცხული, პირად ცხოვრებასაც შეეხოს. ასეა თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ იმას, რაც დათესეთ, დაიმსახურეთ. შეიძლება ეს პირველი ნაყოფი იყოს თქვენი შრომისა, რომელიც დაადასტურებს, რომ სწორ გზაზე დგახართ.

თევზები: საჭიროა, რომ მთელი დღე მოვლენებს ადევნოთ თვალი, არაფერი გამოგეპაროთ – არაა გამორიცხული, რომ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, როდესაც ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეთ და მომზადებული იყოთ. თუ მოდუნდებით, შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი ან უსიამოვნო გარემოებების მძევალი აღმოჩნდეთ. ამიტომ გაფაციცებით ადევნეთ თავლი განვითარებულ მოვლენების, ყველაფრის საქმის კურსში იყავით, რათა არავინ მოგაწოდოთ დეზინფორმაცია, მოგატყუოთ. ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ, აჯობებს, რომ სათოფეზეც არ გაეკაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0