სიცხეში თვალის ლინზების ტარება დაუშვებელია: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / slavoljubovskiკონტაქტური ლინზების ჩასმა
კონტაქტური ლინზების ჩასმა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი განმარტავს, რატომ უნდა თქვათ უარი ზაფხულის ცხელ ამინდებში კონტაქტურ ლინზებზე და რა დაზიანებებს იწვევს ის.

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. კონტაქტური ლინზების ტარება ცხელ ამინდებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან თვალის დაზიანება შეუძლია, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოლოგი ტატიანა შილოვა.

დათრთვილული სათვალე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2020
სათვალე ზამთარში: რატომ უნდა დაიცვათ თვალები ცივ სეზონზე

მისი თქმით, თაკარა მზის პირობებში, როდესაც აორთქლება ძლიერდება, ცრემლის აპკი მცირდება და ამის გამო ლინზა მჭიდროდ ეკვრის თვალის ზედაპირს. ამას კი შეუძლია რქოვანას ზედაპირზე მიკროეროზიები გამოიწვიოს.

„ამის კომპენსირება დამატენიანებელი წვეთებითაც კი ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ გირჩევთ, სიცხეში სათვალეებზე გადახვიდეთ. სათვალის შემთხვევაში რქოვანას გაცვლითი პროცესები და ცრემლის აპკის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე კონტაქტური ლინზების დროს“, − განმარტა ექიმმა.

ოფთალმოლოგი ურჩევს მათ, ვინც მხედველობის კორექციისთვის ლინზებს იყენებს, თუ დროებით სრულად არ იტყვიან უარს ცხელ ამინდებში მათ ტარებაზე, დღიური გამოყენების დრო მაინც შეამცირონ.

ყველა ახალი ამბავი
0