საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ირლანდიასთან დამარცხდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდევისის თასის მატჩი. საქართველო-ესტონეთი
დევისის თასის მატჩი. საქართველო-ესტონეთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
ირლანდია მეორე მსოფლიო ჯგუფში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად პლეი-ოფში გავიდა, ხოლო საქართველო მომდევნო სეზონსაც მესამე მსოფლიო ჯგუფში გაატარებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ირლანდიის გუნდთან ანგარიშით 1:2 წააგო და კლასში დაწინაურების შანსი დაკარგა.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ მატჩში ალექსანდრე ბაკშიმ ორ სეტში მოუგო ოზგარ ოჰოისინს და გუნდი წინ გაიყვანა.

მაგრამ ორი შემდგომი მატჩი საქართველომ წააგო. მეორე, ინდივიდუალურ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა წააგო სიმონ კართან - 2:6, 2:6; ხოლო ალექსანდრე ბაკში/ზურა ტყემალაძის წყვილი ვერაფერს გახდა სიმონ კარ/დევიდ ოჰარას დუეტთან - 3:6, 1:6.

ამგვარად, ირლანდია მეორე მსოფლიო ჯგუფში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად პლეი-ოფში გავიდა, ხოლო საქართველო მომდევნო სეზონსაც მესამე მსოფლიო ჯგუფში გაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0