საქართველომ მშვიდობის გლობალურ ინდექსში პოზიციები კვლავ გაიუმჯობესა

© Sputnik / STRINGERთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყნის 2020 წლის რეიტინგი.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნების რეიტინგში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა, პირველ პოზიციაზე კვლავ ისლანდია მოხვდა.

რეიტინგი სამი მაჩვენებლის საფუძველზე დგება: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტები და ქვეყნის მილიტარიზაცია.

ისლანდიის გარდა 2021 წლის რეიტინგის პირველ ხუთეულში შევიდნენ ახალი ზელანდია, დანია, პორტუგალია და სლოვენია.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
ეს არის გამარჯვება – ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზე

​საქართველო, IEP-ს 2020 წლის რეიტინგთან შედარებით, ექვსი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 2.054 ქულით 89-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყნების ჩამონათვალში, წინა წლის მსგავსად, ისევ 154-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 121-ზე, ხოლო სომხეთი 94-ე პოზიციაზეა.

ორგანიზაციის მოხსენებაში ცალკე არის გამოყოფილი ევრაზიის რეგიონი, სადაც მშვიდობის ინდექსით საქართველო მე-5 ადგილზეა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ საქართველო და შრი ლანკა არიან ქვეყნები, რომლებიც „2008 წელთან შედარებით, 2020 წელს 20 პროცენტით მეტად მშვიდობიანები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ IEP-ს ჩამონათვალში სულ 163 ქვეყანა შედის და ის მსოფლიოს მოსახლეობის 99,7%-ს მოიცავს. გლობალური მშვიდობის ინდექსში ბოლო ადგილებს იკავებენ სირია, იემენი და ავღანეთი.

ყველა ახალი ამბავი
0