რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
ქართველი არტისტები წარადგენენ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში, ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება.

ქართველი არტისტები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს „მოსსოვეტის“ თეატრის სცენაზე წარადგენენ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ (Endgame). Endgame ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა.

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2020
რობერტ სტურუას „სცენის დიდოსტატის" წოდება მიენიჭა

ფესტივალში დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების თეატრები მონაწილეობენ.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი - ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. უჩვეულო პიესაა, უჩვეულო ავტორი და, ჩემი აზრით, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად", - განაცხადა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

„თამაშის დასასრული“ სამყაროს არსებობის ბოლო წუთებზეა. რაღაც გლობალურმა კატასტროფამ ცივილიზაცია გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ოთხი ადამიანი, და მათი აღსასრულიც ახლოვდება.

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2020
„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის

სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას, რომელიც რობერტ სტურუას თანაავტორი და დიდი ხნის მეგობარი იყო.

საქართველოში სპექტაკლის პრემიერა 2020 წლის 20 თებერვალს შედგა.

ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1992 წელს დაარსდა. მას შემდეგ ფესტივალმა 51 ქვეყნის 500-ზე მეტი სპექტაკლი აჩვენა.

ყველა ახალი ამბავი
0