დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ივნისი

© Pixabay / JillWellingtonქალი მინდორში
ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 20 ივნისია, კვირა. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

კარგი დღეა მიმდინარე საქმეების შესასრულებლად. ვარსკვლავები ხელს უწყობენ მშვიდ და ზომიერ მუშაობას, ადრე შედგენილი გეგმების განხორციელებას, მაგრამ არა ზეამოცანების შესრულებას. ერთადერთი, რაც გასათვალისწინებელია, ისაა, რომ ზედმეტად სერიოზული და მკაცრიც კი ვიქნებით. ამან რომ განწყობა არ გაგვიფუჭოს, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ პოზიტიურ მომენტებს, რაც დღეს ცოტა ნამდვილად არ იქნება.

ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>

ვერძი: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით გაურბიხართ კონფლიქტებს, მაგრამ კონფლიქტები თავად გპოულობთ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი გაჩნდება იქ, სადაც თქვენ გამოჩნდებით. სინამდვილეში, ამის მიზეზი სწორედ თქვენ იქნებით – ემოციები იმდენად დაძაბულია, რომ საკმარისია მცირე ნაპერწკალი ასაფეთქებლად. თუ არ გსურთ რომ დღემ ჩხუბში ჩაიაროს, მშვიდად უნდა შეხვდეთ გარშემომყოფების პატარ–პატარა პროვოკაციებს.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არავისთვის არაფრის დამტკიცება. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებულია, რაღაც კი მოიცდის. აჯობებს, თუ ცოტა ამოისუნთქავთ, მოდუნდებით, დაისვენებთ. თუ ადგილზე ვერ ისვენებთ, მაშინ დიდი საქმეების ნაცვლად ის გააკეთეთ, რაც ყველაზე ნაკლებ ენერგიასა და სულიერ ძალას მოითხოვს.

ტყუპი: დღეს კონტაქტები ირგვლივ მყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამაში დამნაშავე კი, პირველ რიგში, თავად თქვენ იქნებით. ზოგადად, ძალზე კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობები ძალიან გაგიჭირდებათ. გაღიზიანების გამო მოსალოდნელია ჩხუბი, კონფლიქტი. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ მხოლოდ ის საქმე, სადაც სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

კირჩხიბი: „ცხოვრება თეატრია“ – დღეს ამ სიტყვების მთელს არსს ჩაწვდებით. გასაკვირი არაფერია, რადგან ამ სპექტაკლში მთავარ როლს თქვენ ითამაშებთ. შეგრძნება, რომ პროჟექტორებით განათებულ სცენაზე დგახართ, შესაძლოა მთელი დღე გაგყვეთ და ამან წარმოდგენის შესაბამისად მოქმედება გაიძულოთ. ამას გარდა, მზად ხართ ტრაგიკული როლიც მოირგოთ, აჩვენოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და ვერ გიგებენ. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტი არ მოგივიდეთ – ძალიანაც ნუ შეიჭრებით როლში და ნუ შეიცოდებთ თავს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი: წყნარი დღე გელოდებათ. კარგი იქნება, თუ მას საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატარებთ. დაალაგეთ სახლი, მოაწესრიგეთ ყველაფერი და ამასთან ერთად, აზრებიც ჩამოაყალიბეთ. არ გაწყენთ ბოლო დროს გაკეთებულის შეჯამება და შემდეგ უკვე ახლო მომავლის გეგმების დაწყობა. ყველანაირად ეცადეთ, რომ ახლობლებს არ დაუპირისპირდეთ – მცირე წყენასაც კი მძიმე კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.

ქალწული: დღეს ცნობისმოყვარეობა მოგეძალებათ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ. თუ სხვა დროს მაინცდამაინც არ გაწუხებთ, რას გიმალავენ გარშემომყოფები, დღეს მზად ხართ, ყველაფერი მოიმოქმედოთ ამის გასაგებად. ამასთან, ვითარება შეიძლება ისე განვითარდეს, რომ თქვენდა უნებურად სხვისი საიდუმლო გაიგოთ, ან თვითონ რაღაც წამოგცდეს თქვენს თავზე. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს მოერიდოთ.

სასწორი: დღეს იძულებული გახდებით, რომ ფინანსურ საკითხებზე დაფიქრდეთ და მოაწესრიგოთ ის. ეს არ ნიშნავს, რომ ფულთან დაკავშირებით პრობლემები გელოდებათ – არა, უბრალოდ ვითარება გაიძულებთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოთ. ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვეთ პირად ბიუჯეტში, შეადგინოთ უახლოესი მომავლის ბიზნეს–გეგმა, დაითვალოთ მოგება... ასე აჯობებს, ნამდვილად არ ინანებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები

მორიელი: იმდენად შრომისუნარიანი იქნებით, რომ საკუთარ თავსაც გააკვირვებთ და გარშემომყოფებსაც. ნებისმიერი პრობლემის საფუძველს ჩაწვდებით და მის გადასაწყვეტად უნივერსალური გასაღების მოძებნას შეძლებთ. სამეცნიერო კვლევები, სწავლა, ნებისმიერი საქმე, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღეს ძალზე იოლად გამოგივათ. განწყობასთან დაკავშირებით ცოტა რთულად იქნება საქმე – ხანდახან გაღიზიანებული იქნებით და მათ შორის, საბაბის გარეშეც.

მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან ზედმეტ ყურადღებას მოერიდოთ. არ არის ეს ის დღე, როცა საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა შეგიძლიათ, ამიტომ, თუ დრო ითმენს, დაიცადეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალი წარმატებისთვის საძირკველი მოამზადოთ. იმუშავეთ თქვენს პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როცა დრო მოვა, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, ყველას გაოცებას შეძლებთ.

თხის რქა: დღეს არის შანსი, რომ წააწყდეთ ისეთ იშვიათ და საინტერესო მოვლენას, როგორიც დეჟავუა. თქვენი შინაგანი სამყარო, ფანტაზია, მოგონებები, ოცნებები რეალობას შეერწყმება, წაშლის ყველანაირ საზღვარს. არ გაგიკვირდეთ, თუ შეხვდებით ადამიანს წარსულიდან, ან მის მსგავსს; ან რაღაც ნაცნობს დაინახავთ სრულიად უცნობ ადგილზე. შინაგან სამყაროზე მხოლოდ რეალობა არ მოქმედებს. დღეს ამაში დასარწმუნებლად შესანიშნავი შანსი მოგეცემათ.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

მერწყული: საჭიროა, რომ სამუშაოდ განეწყოთ, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ იქნება. საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია, უამრავ საქმესთან გამკლავება. ეს შეგიძლიათ, მაგრამ გარშემომყოფებს მდგომარეობიდან გამოჰყავხართ, ხელს გიშლიან ყურადღების მობილიზებაში. ჩანაფიქრი რომ სისრულეში მოიყვანოთ, ხმაურსა და ორომტრიალს უნდა გაეცალოთ. მოძებნეთ წყნარი ადგილი და იმუშავეთ – სულ ესაა, რაც უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დრევანდელი გეგმები არ ჩაგეშალოთ.

თევზები: დღეს გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაქვთ. ზედაპირულმა, ჩვეულებრივმა საუბრებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ და გარკვეულ დაპირისპირებამდეც მიგიყვანოთ. მაგრამ თუ ადამიანის გაცნობა გსურთ, მასთან დაახლოება, მაშინ არ გადადოთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ის – საყვარელი ადამიანი, კოლეგა თუ პარტნიორი. ესაუბრეთ მას, გაიგეთ, რაზე ფიქრობს, რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0