ირანის პრეზიდენტის არჩევნებზე სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Anton Bystrov / გადასვლა მედიაბანკშიირანის დროშა
ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ ხმების 62% მოიპოვა - 28,9 მილიონი ადამიანიდან მას მხარი დაუჭირა 17,9 მილიონმა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ირანის სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა, იუწყება РИА Новости.

პარასკევს ირანში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ირანის სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ ამ დროისათვის ხმების 62% მოიპოვა - 28,9 მილიონი ადამიანიდან მას მხარი 17,9 მილიონმა დაუჭირა .

შემდეგ მოდის მოჰსენ რეზაი, რომელმაც 3.412.712 ხმა მოიპოვა, აბდოლნასერ ჰემატიმ - 2.427.201 ხმა მოიპოვა, ჰოსეინ გაზიზადე ხაშემიმ კი 992.718 ხმა დააგროვა.

დანარჩენი ხმა – 3.726.870 – ბათილად ცნეს.

ყველა ახალი ამბავი
0