ცნობილი რუსი მომღერალი კორონავირუსის გამო ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим,
38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим, - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
გამოწერა
ახალგაზრდა მომღერალს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, იუწყება РИА Новости მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მომღერლის მენეჯერმა დააზუსტა, რომ არტისტს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს, ექიმებს მიაჩნიათ, რომ საქმე სწორედ COVID-19-თან აქვთ.

დიანა ღურწკაია - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2020
რატომ ჩამოშორდა ოჯახს დიანა ღურწკაია – მომღერალი სოციალურ ქსელში წერს

„ჟანგბადზე რეაქცია არ ჰქონდა, ფილტვები არ იწმინდებოდა, ამიტომ ექიმმა მისი კომაში შეყვანა გადაწყვიტა“, - განმარტა მან.

მან აღნიშნა, რომ МакSим კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.

„ექიმი საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს გვაძლევს, ანუ ეს იძულებით გაკეთდა იმისათვის, რომ არ შეიქმნას ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომ ახლა ყველა ძალა მიმართულია იქითკენ, რომ გაიწმინდოს ფილტვები, შესაბამისად, კომიდან ნელ-ნელა გამოიყვანენ და მკურნალობაზე რეაქციას დააკვირდებიან“, - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0