რომის პაპმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა – ფოტო

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი და რომის პაპი ფრანცისკი
სალომე ზურაბიშვილი და რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვატიკანში, სადაც რომის პაპს შეხვდა, ასევე საზეიმო მიღება გამართა საქართველოს სახელით.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა ვატიკანში. შეხვედრის ამსახველი ფოტოები პრეზიდენტის სოციალური ქსელებით გავრცელდა.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვატიკანში ორ სახელმწიფოს შორის კულტურული კავშირების განმტკიცების მიზნით.

მანამდე, პირველად საქართველოსა და ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ვატიკანში ასევე გაიმართა საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რომელზეც მაღალჩინოსანი სტუმრები და დიპლომატები იყვნენ მიწვეული.

​საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროში. ვატიკანის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას უჩენს, თეოლოგიური განათლება მიიღონ რომში. გარდა ამისა, ვატიკანი სტიპენდიებს უნიშნავს ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებსაც, რათა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ სწავლა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ქართველ მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის კონგრეგაციის დაცულ არქივებში, სადაც საქართველოს შესახებ უძველესი ხელნაწერებიც ინახება.

ამასთან ვატიკანი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კულტურის ძეგლების დაცვასა და აღდგენას. მაგალითად, წმინდა ტახტის ნუნციატურის მხარდაჭერით აღდგა სვანეთში დაცული უძველესი ქართული ხატები.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური